აშშ-სგან საქართველომ შესაძლოა 30 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება მიიღოს
პოლიტიკა - 09:50, 12 Dec, 2014     1664

ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი წლის ბიუჯეტში შესაძლოა, საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებაც მოხვდეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს.

„2014 წლის 10 დეკემბერს, აშშ-ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ მიაღწიეს შეთანხმებას 2015 ფისკალური წლის ასიგნებების კანონპროექტის პაკეტთან („2015 ფისკალური წლის კონსოლიდირებული და შემდგომი მიმდინარე ასიგნებების აქტი") დაკავშირებით. აღნიშნული კანონმდებლობა წარმოადგენს 2013 წელს მიღებული ორპარტიული საბიუჯეტო აქტის ფარგლებში ფედერალური მთავრობის ხარჯების გეგმას 2015 წლის 30 სექტემბრამდე.

2015 ფისკალური წლის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და შესაბამისი პროგრამების ასიგნებების ნაწილში, საქართველოსთან მიმართებით საყურადღებოა, რომ საგარეო სამხედრო დაფინანსების (Foreign Military Financing - FMF) პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის გათვალისწინებულია 30 მლნ აშშ დოლარი. ამას გარდა, „ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის" (European Reassurance Initiative - ERI) ფარგლებში, 57 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის დახმარების გაზრდის მიზნით. დამატებით, 25 მლნ დოლარია გათვალისწინებული ევროპაში და ევრაზიაში აშშ-ის პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერის მიმართულებით.2015 ფისკალური წლის თავდაცვის დეპარტამენტის ასიგნებების ნაწილში, ERI-ის ფონდიდან საქართველოსთვის კონკრეტული რაოდენობა არ არის გამოყოფილი, თუმცა, ERI-ის ფარგლებში, ჯამში გამოყოფილია 810 მლნ აშშ დოლარი, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შემდგომი დესტაბილიზაციის შეკავებას და ამ მიმართულებით შესაძლებლობების, რეგიონში ყოფნის, მზაობისა და რეაგირების გაზრდის მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ 2015 ფისკალური წლის ასიგნებების კანონპროექტის პაკეტი უნდა დამტკიცდეს აშშ-ის კონგრესიის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ, რის შემდეგაც მას ხელს მოაწერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42