„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე სამთავრობო უწყებებში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში თარგამაძე ამბობს, ეს არის „გათამაშება, სადაც ბოლომდე არავინ იჩაგრება“.
„ფაქტია, რომ პრემიერი, რომელსაც ცხვირი მზემდე წვდებოდა, გუშინ მიკროფონზე მაღლა ვეღარ წევდა ამ ცხვირს. უდაოდ დასჯილია. თუმცა მისი ხალხი არსად არ დაიკარგა. ვინც დაინიშნენ ახალ თანამდებობებზე ნაწილი ჯანყარაშვილის კადრები არიან და ნაწილი -ღარიბაშვილის. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო როგორც ჩანს რეზინისაა, რადგან ისე გაიწელა, რომ ყველა ჩაგრული იქ შეიკედლეს. ჩუბინიძე, რომელზეც ვამბობდი, რომსახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად ბრუნდებათქო, იძახდნენ ტყუილიაო და დღეს თანამდებობაზე დანიშნეს. ასე, რომ საბოლოო ჯამში ეს გააქტიურებული საუბარი შსს-ს რეფორმაზე, ფორმალიზებაა უკვე არსებული რეალობის. მას შემდეგ რაც ივანიშვილის პირადი ფინანსისტი სუს-ის უფროსად, ბუნებრივია სუსი არ ემორჩილება შს მინისტრს და ემორჩილება ივანიშვილს. ამ პრინციპით ხდება გადახალისება. სინამდვილეში ეს დემოკრატიულობის დევიზით რეფორმების ჩატარება სინამდვილეში ავტორიტარიზმის გამყარებას და ივანიშვილის პირადი კონტროლის გაძლიერებას“, - განაცხადა თარგამაძემ“, - ამბობს თარგამაძე.
მასალის გამოყენების პირობები






