„საქართველოს პრემიერ მინისტრმა მოუწოდა დასავლეთს არ შეეიარაღებინა უკრაინა, უარი თქვეს რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციაზე, და ა, შ. ყველაფერი ეს არ მოქმედებს კარგად ურთიერთობებზე.“ განაცხადა სააკაშვილმა.
მესამე პრეზიდენტმა საქართველოში მოვლენების მოსალოდნელ განვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა , რომ დღევანდელი პირობების გათვალისწინებით სათუო ხდება მიაღწევს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება მომავალ არჩევნებამდე.
„უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, ამ პირობებში მიაღწევს თუ არა ქვეყანა მომავალ არჩევნებამდე, რუსეთი ისტერიულად აშენებს სამხედრო შემოჭრისთვის გზას დაღესტნიდან, ეს პირდაპირი გზაა თბილისზე შეტევისთვის და ასევე აზერბაიჯანზეც. ახლა როცა სამხრეთის ნაკადი დაიხურა ამ სიტუაციაში პუტინს მისმა დემონმა უბრძანა აუცილებლად დახუროს ალტერნატიული გზა, გაზის ექპორტის აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით.
ეს საფრთხე, რომ თავიდან იქნას აცილებული საქართველოს უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი და უნდა ჰყავდეს ძლიერი ეფექტური ხელისუფლება, მიუხედავად ამისა სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება და კონკრეტულ გეოპოლიტიკურ რეგიონზე ღია სამხედრო აგრესიას ახორციელებს ძალიან საშიში დიქტატორი პუტინი.“- აცხადებს სააკაშვილი
სააკაშვილის თქმით, ახლა საჭიროა დიდი სიფრთხილე და წვრილ-წვრილ პოლიტიკურ ამბებზე დრო არ უნდა დაიკარგოს.
„ქართველმა ხალხმა თავისთავს თვითონ უნდა უშველოს, როგორც ეს ხდებოდა ისტორიულად. მე რა თქმა უნდა ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში და ეს იქნება უფრო მალე ვიდრე ამჟამინდელ ხელისუფლებას ჰგონია, მათ ეშინიათ ჩემი დაბრუნების და ამისთვის ქმნიან სულელურ საქმეებს, რომლებიც ხუხულასავით დაინგრევა. მე საკმაო მოთმინებით ველოდები ამას.“- აღნიშნა სააკაშვილმა
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრემიერ მინისტრის უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრა . ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა მოლოდინები აქვს მას ამ ვიზიტთან დაკავშირებით და რა პერსპექტივა შეიძლება ქონდეს ღარიბაშვილის უკრაინაში ჩასვლას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:
„ ამ სუბიექტს თავად არ აქვს პერსპექტივა , მას თავად თავისი „ხაზეინი“ მოიშორებს მალე თავიდან. საქართველოს კი უწევს ცოტა ტურბულენტურ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ მჯერა რომ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება .“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






