,,ლეონარდო დევდარიანი ვინც არის, ვიცით... პროკურატურას თუ სურს, დოკუმენტებს წარვუდგენთ“ - გივი თარგამაძე
პოლიტიკა - 17:10, 11 Dec, 2014     3068

უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ლეონარდო დევდარიანს პასუხობს, რომელიც დეპუტატს ცილისწამების გამო უჩივის.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბრისას თარგამაძე ამბობს, მას აქვს მტკიცებულებები, რომელიც დევდარიანის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ადასტურებს.

„რაც შეეხება სარჩელს, თავისთავად საინტერესო ფორმაა, რომ ცილისწამებაზე და ბარემ ახალგორის ჩაბარებაზე შეიტანა. რაც შეეხება თავად ლეონარდო დევდარიანს, ჩვენ ვიცით ვინც არის და რასაც წამროადგენს. საინტერესო მომენტი იყო, როდესაც თქვა, რომ ბესიკ დევდარიანი ჩემი ძმიშვილი არ არისო. არც არსად არ მითქვამს, რომ მისი ძმიშვილი იყო. მე ვთქვი, რომ ნათესავია. მე მფარველობას ვგულოხმობ იმაში, რომ ბესიკ დევდარიანის სიძე სასჯელს იხდიდა თამაზაშვილთან ერთად. შესაბამისად, როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ თამაზაშვილმა უთხრა ღარიბაშვილს, რომ ის ადამიანი, ვინც ჩემთან ერთად იჯდა მთავაზობს, რომ ჩემი მოყვარე დავნიშნოთ შინაგან საქმეთა სამინიშტროში და დანიშნეს. ის იყო შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი. ეხლა არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ბესიკ დევდარიანი არის ღარიბაშვილის კადრი. სწორედ თამაზ თამაზაშვილი დაეხმარა მას ბიზნესპოზიციების დაკავებაში. რაც შეეხება 27 მილიონის ამბავს, ეს ყველაფერი გვაქვს დოკუმენტალურად. ჩვენ ამას და დამატებით სხვა დოკუმენტებს საზოგადოებას ხვალ წარმოუდგენთ. უშუალოდ დოკუმენტებს რაც შეეხება, თუ დააინტერესებს პროკურატურას, მზად ვართ წარმოვადგინოთ“, - აცხადებს თარგამაძე.

ლეონარდო დევდარიანმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი დღეს შეიტანა. ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალგორის გაყიდვაში და სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებს. დევდარიანი ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გივი თარგამაძეს ცილისწამების გამო სთხოვს პასუხს. საუბარია დეპუტატის მიერ გადაცემა „არჩევანში“ გაკეთებულ განცხადებაში, სადაც თარგამაძემ ლეონარდო დევდარიანი „ეფესბეს“ აგენტად მოიხსენია და თქვა, რომ მას ირაკლი ღარიბაშვილი მფარველობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42