უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის, ჟოაო სუარეშის მიერ პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება, რომელშიც იგი საქართველოს სასამართლო სისტემის პოლიტიზირებაზე საუბრობს და ამისათვის ხელისუფლებას აკრიტიკებს.
ლევან ბერძენიშვილის თქმით საქართველოს მიმართ კრიტიკა ძალიან ხშირია, თუმცა უფრო ხშირი იქნებოდა ხელისუფლებას უდანაშაულო ადამიანები რომ დაეპატიმრებინა და დამნაშავეები თავისუფლებაზე დაეტოვებინა. ბერძენიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ არიან სხვა პირები, მათ შორის უცხოელებიც, რომლებიც საქართველოს მთავრობისგან სულ სხვა ქმედებებს ითხოვენ.
„უამრავი ადამიანია მათ შორის, ვინც ჩვენი ხელისუფლებისგან სულ სხვა ნაბიჯების გადადგმას ესლი, შესაბამისად ბატონი ჟოაო მთელი მსოფლიო არ არის“,-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა
უმრავლესობის წევრის თქმით სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ისევე როგორც ჟოაო სუარეში ყველა ითხოვს სამართლიან სასამართლოს, თუმცა სააკაშვილი ამაში ხელს არავის არ უწყობს.
მასალის გამოყენების პირობები






