„ჩემი გული ეკუთვნის უკრაინას და საქართველოს, მაგრამ ჩემი მოქალაქეობა ეკუთვნის მხოლოდ საქართველოს“- განაცხადა სააკაშვილმა
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მან საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უკრაინაში აპირებდნენ პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას ურჩია, რომ ქართული რეალობიდან მთლიანად მოეხდინათ დისტანცირება და არ გადმოეყოლებინათ საქართველოს რაიმე შიდა პრობლემა ან ინტრიგები უკრაინაში.
„დღეს უკრაინაში არა მარტო უკრაინის და საქართველოს , არამედ მთელი კონტინენტის ბედი წყდება, ეს ჩვენ კარგად გვესმის და ამიტომ მთელ ჩვენ ძალას და შესაძლებლობებს ამ საქმეს მოვახმართ“
მიხეილ სააკაშვილის თქმით ოფიციალური პოსტის არქონის მიუხედავად, მას ახლო კონტაქტები აქვს უკრაინის პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან და შეძლებისდაგვარად ის რჩევებით მათ ყოველთვის დაეხმარება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინაში გასატარებელ რეფორმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინას ცოტა დრო და მანევრებისთვის მცირე სფერო აქვს, ამიტომ მათ სწრაფად და ეფექტურად უნდა იმოქმედონ.
მასალის გამოყენების პირობები






