ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა თბილისის მერის პირველი მოადგილის ალექსანდრე მარგიშვლის გადადგომის შესახებ.
თბილსიის მერიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი გადადგა.
როგორც „ნიუპოსტს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და არ შეესაბამება სიმართლეს", - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
,,ნიუპოსტის" წყაროს ცნობით, მარგიშვილი ნამდვილად გადადგა თანამდებობიდან, თუმცა მერია ამ ფაქტს მაინც უარყოფს. ცნობილია, რომ მარგიშვილი თბილსის მერის დავით ნარმანიას ახლო ნათესავია.
მარგიშვილის გადადგომის და თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ მას შემდეგ გავრცელდა, რაც, მთავარი პროკურატურა, თბილისობის დღესასწაულზე, საბიუჯეტო თანხების, ტენდერების გვერდის ავლით ხარჯვით დაინტერესდა. როგორც ცნობილია, მარგიშვილი თბილისობის კოორდინატორი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






