„დაღესტანი-ავარეთის გზა არ უნდა აშენდეს!“ - საქართველო-დაღესტნის საზღვართან დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი აქციას გამართვს. აქციის ორგანიზატორები ავარო-კახეთის გზატკეცილის მშენებლობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა გზის მშენებლობის საფრთხეებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, ქმედითი ნაბიჯები გადადგან, რათა დროულად მოხდეს გზის მშენებლობის პროცესის შეჩერება.
არსამთავრობოების აქციის ჩაშლა სცადა ადგილობრივების ერთმა ნაწილმა. „რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ გვინდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი!“ - ამ ლოზუნგით ისინი კონტრაქციის გამართვას შეეცადნენ.
როგორც ალტერნატიული აქციის მონაწილეები ამბობენ მათ რუსეთში ოჯახის წევრები და ნათესავები ჰყავთ, ამიტომაც რუსეთთან დამაკავშირებელი გზა მათთვის აუცილებელია.
როგორც ,,ნიუპოსტთან“ კომენტარში აქციის ავარო-კახეთის გზის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორმა მუხრან ბურჭულაძემ განუცხადა, ამ ადამიანებს, ვისაც გაცნობიერებული არ აქვს გზის მშენებლობის საფრთხეები, ხელისუფლება ვალდებული განუმარტოს.
,,ვერ გეტყვით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენს საპროტესტო აქციას რაციონალურად აპროტესტებდა. თუ მათ არ აქვთ გაცნობიერებული მომავლის საფრთხეები, ესეც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ბრალი და დანაშაულია. მათი ვალდებულებაა, რომ ინფორმიერბულობის დონზე აწიონ, მითუმტეს საზღვრისპირა ტერიტორიაზე. ამ ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არის რუსი, ეს თუ არ იციან ეს არის ჩვენი მთავრობის დანაშაული. დღეს ის გეგმები, რომლითაც აღფრთოვანებულია მთავრობა, ის პუტინის მიზნები და ახალი პროექტები, ეს არის ყველაზე საშიში. უნდა დაიგოს ავტობანები რუსული თანხებით, რომელიც პირდაპირ დაასამარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და პირდაპირ მოხდება კახეთის და ცხინვალის ათვისება. სწორედ ამის გასაპროტესტებლად ვიყავით აქ და კიდევ ბევრჯერ ჩამოვალთ. ადგილობრივ მოსახლეობას უნდა გავაგებინოთ სად არიან ისინი დღეს და რა უნდა უნდოდეთ დღეს. მინდა ჩვენი მთავრობა გავაფრთხილო, არავიც ეგონოს, რომ ერთ სანტიმეტრზე მაინც დავაგებინებთ რუსული ტანკების ქვეშ გზას. დღეს რამდენიც ვიყავით ათასჯერ მეტი მოვალთ აქ. პუტინის პროექტებს ჩვენს ხელისუფლებას არ განვახორციელებინებთ“, - განაცხადა მუხრან ბურჭულაძემ
მასალის გამოყენების პირობები






