
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის აგრესიასა და საქართველოს მიერ ამ აგრესიის ასარიდებლად შესაძლო საშუალებებზე საუბრობს.
პეტრიაშვილის თქმით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთადერთი ბერკეტი საქართველოს ევროატლანტიკურ სტუქტურებთან რაც შეიძლება სწრაფი ინტეგრაციაა. აგრეთვე საჭიროა პირდაპირი კონტაქტები დასავლელ ლიდერებთან.
პეტრიაშვილი გულუბრყვილობას უწოდებს რუსეთის ჩამოშლის იმედად ყოფნას.
"საჭიროა დღეს, უფრო სწორად გუშინ პირდაპირი კონტაქტი! კონგრესის რეზოლუცია მაგარია, მაგრამ კონკრეტულ საკითხებს აშშ-ს პრეზიდენტი წყვეტს. შტაინმაიერი დიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრია, მაგრამ გლობალურ საკითხებს ქ-ნი ა.მერკელი წყვეტს! აიღეთ ტელეფონი და დაურეკეთ!"-ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.
რუსული აგრესიის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მასალის გამოყენების პირობები






