საქართველოს პრეზიდენტი განცხადებით, მიუღებელია ლეონიდ თიბილობის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმების გაფორმებას ეხება.
მისი თქმით, ცხინვალთან პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებით, არც რუსული რუბლის სტაბილურობა გამყარდება და არც ნავთობის ფასი გაიზრდება.
„საერთაოშირისო თანამეგობრობამ იცის, რომ აფხაზეთის პრობლემის პარალელურად იგივე პრობლემა გაჩნდებოდა ცხივნვალშიც. ეს ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ერთ რამეს მინდა გაუსვა ხაზი, რომ ცხინვალთან დადებული ხელშეკრულება არც რუბლის სტაბილურობას გაამყარებს და არც ნავთობის ფასს გაზრდის. ამით ეს პრობლემები არ წყდება. პრობლემები, რომელიც არის, წყდება საქართველოსთან დიალოგის ფრომით და ამაშია მომავალი როგორც საქართველოსი, ასევე რუსეთის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






