სუარესის თქმით, საერათშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ეუთო-ს წევრი ქვეყნები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში სასამართლო პროცესების არაობიექტურად წარმართვისა და იმ ფაქტის მიმართ, რომ ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი ან პატიმრობაშია (ძირითადად წინასწარ პატიმრობაში) ან ბრალდების/გამოძიების ქვეშ არის.
სუარესი აღნიშნავს, რომ "დემოკრატიული და ინსტიტუციონალური განვითარების კუთხით ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს მსგავსი ცნობები ჩრდილს აყენებს".
"2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი და სამაგალითო გადაბარება საქართველოს დემოკრატიული განვითარების დემონსტრირება იყო. მთავრობამ უნდა უზრუნველჰყოს, რომ ქვეყანა დემოკრატიული კონსოლიდაციის მიმართულებით წავიდეს და არა უკან", - წერს სუარესი.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელის აზრით განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასამართლება, მისთვის დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობის შეფარდება და მისი ოჯახის ქონების დაყადაღება, რომელსაც ბრალდებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია,
"კანონზე მაღლა არავინ დგას, მაგრამ ამ და სხვა გამოძიებების პოლიტიკური ხასიათი ხელისუფლების მტკიცებას, რომ კანონის უზენაესობა დაცულია ძირს უთხრის",-აღნიშნავს სუარესი.

მასალის გამოყენების პირობები






