"ღამის რაზბორკების" მეორე სერია - ნოდარ ჯავახიშვილის საიდუმლო მისია
პოლიტიკა - 11:54, 11 Dec, 2014     12055
გაზეთმა «პრემიერმა» გამოაქვეყნა სტატია, რომელიც შუშის სასახლეში ღამის "რაზბორკას"ეხებოდა. უფრო მეტიც, როგორც «პრემიერს» სამთავრობო კულუარებში უთხრეს, რომ არა გაზეთში გამოქვეყნებული ის სკანდალური სტატია, «ქართული ოცნებიდან» ზვიად ჯანყარაშვილის წასვლა შეიძლება, ოფიციალურად არც დაედასტურებინათ და ეთქვათ, პრემიერის სიმამრის დისშვილი მნიშვნელოვანი დავალებით ან სწავლის გაღრმავების მიზნით, უცხოეთში წავიდაო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ახლა, სამთავრობო გუნდმა, რამდენიც უნდა ამტკიცოს, ყველაფერი კარგად არის და საკადრო ცვლილებებიც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, ამას ვინ დაიჯერებს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა 8 თანამდებობის პირმა ერთდროულად და ერთმანეთის მიყოლებით გადაწყვიტა, სახელმწიფოს წინაშე ჩემი ვალი მოვიხადე და უნდა გადვდგეო.
მაინც, რა მოხდა ოცნებაში, უფრო სწორად, ვინ მიაწოდა ყოფილ პრემიერს ე.წ. კახური დაჯგუფების შესახებ ინფორმაცია? _ ამ ეტაპზე ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, თან როგორც ჩვენი წყაროები ამბობენ, «ჩამშვების» ვინაობის დადგენას შერისხული ადამიანებიც ცდილობენ.
«რამდენიც უნდა ეძებონ, ინფორმატორს ვერ იპოვიან, რადგან ბიძინას ჯანყარაშვილისა და სხვა ყოფილების თაობაზე მამხილებელი მასალები ერთმა კი არა, რამდენიმე ადამიანმა მიუტანა. ამას ისიც დაერთო, რომ «ოცნების» ერთ-ერთი პოლიტსახე ივანიშვლთან მივიდა და ისეთ ხალხზე დაუწყო ჭორაობა, რომელ ხალხსაც ბიძინა დიდ პატივს სცემს. ჰოდა, ქვეყნის მთავარი მოქალაქე წყობილებიდან გამოვიდა და ჭორიკანას უყვირა, აქედან დამეკარგე, შენ გინდა, რომ მთელი საქართველოს საპატივსაცემო ოჯახებს დავუპირისპირდე და შენ და შენნაირ ვიგინდარებს დავეყრდნო, მაგრამ ეს ოცნება არასოდეს აგისრულდებათო», _ უყვება «პრემიერს» შუშის სასახლეში მოწოყობილი კიდევ ერთი გარჩევის შესახებ ინფორმატორი, რომლის მონაცემებითაც, ჯანყარაშვილის მოკვეთა ივანიშვილისთვის, როგორც ადმაიანისთვის, მაინცდამაინც ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ იყო.


«შეიძლება, მეშლება, მაგრამ ვიცი, რომ ჯანყარაშვილისა და ივანიშვილის ცოლები გარე ნათესავები არიან. ასევე, მსმენია, რომ ბიძინასთან ირაკლი ღარბაშვილი თავის დროზე სწორედ ჯანყარაშვილმა მიიყვანა, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ მილიარდერი შეცდომას და, მით უმეტეს, დანაშაულს სწორედ ახლობლებს არ პატიობს. არ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, ქვისლი 600 დოლარის გამო ციხეში რომ გააშვებინა? ბიძინას ეს პრინციპი ცუდი ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, ახლა, როცა პრეტენზია «ერის მამობაზე» აქვს. დიახ, მას უნდა, რომ ადამიანები პატივს სცემდნენ და ამ დროს, იგებს, რომ უახლოესი გარემოცვა რაღაც მაქინაციებშია გარეული, მაგრამ ბიჭებმა, როგორც ჩანს, დაიჯერეს, რომ ხელშეუხებლები იყვნენ და ცა ქუდად აღარ მიაჩნდათ და დედამიწა- ქალამნად»,- ამბობს ჩვენთან საუბარში კარგად ინფორმირებული წყარო, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს ამჯერადაც იკავებს.


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მისი მოხნის შესახებ გავრცელებულ ხმებზე, ცინიკურად ამბობს, რომ სისულელეა. «პრემიერის» წყაროც ამტკიცებს, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილი ღარიბაშვილს არ მოხსნის, რადგან ეს მისი მხრიდან აღიარება იქნება, რომ მეხუთე შვილმა ვერ გაუმართლა (გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი ღარიბაშვილს შვილობილად აღიარებს და რამდენიმე წლის წინ, თავისი ქონების განმკარგავადაც დანიშნა). შესაბამისად, ღარიბაშვილის ჩანაცვლების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდება, თან ახლა ყველაფერი ნოდარ ჯავახიშვილის სიტყვაზეა დამოკიდებული.

«ნუთუ, არ გაგიჩდათ შეკითხვა, თუ რატომ დანიშნეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ მაინც და მაინც ნოდარ ჯავახიშვილი? ნოდარი ის კაცია, რომელსაც, იარაღიც რომ დაადონ, ქრთამს არ აიღებს და არც სიმართლეს დამალავს. რატომ გეღიმებათ? _ ნოდარს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ და მისი ხასიათიც კარგად ვიცი. ასე რომ, ჯავახიშვილს ინფრასტრუქტურაში განსაკუთრებული მისია აქვს _ ტენდერები უნდა შეისწავლოს და თუ დარღვევებს აღმოაჩენს, აი, ამის შემდეგ დაიწყება, რაც დაიწყება,» - ამბობს კონფიდენციალური რესპოდენტი. მისივე ვარაუდით, თუ ჯავახიშვილი დაადასტურებს, რომ სამინისტროში «შავი ფული» კეთდებოდა, ეს ღარიბაშვილისთვის, როგორც პოლიტიკოსისა და ივანიშვილის შვილობისთვის, განაჩენი იქნება.

«თუ მოვლენები ასე განვითარდა, პირველი, რაც მოხდება, ის იქნება, რომ შავლიაშვილს დაიჭერენ, რასაც ავტომატურად, ღარიბაშვილის მოხსნა მოყვება»,- ამბობს «პრემიერის» წყარო.

კონფიდენტი «პრემიერთან» საუბრისას ყურადღებას კიდევ ერთ მომენტზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ბოლო დროს მთვარობაში განვითარებულმა მოვლენებმა ბიზნეს-წრეებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ბიზნესმენებს განსაკუთრებით ძმებ ჩხენკელების გადადგომა გახარებიათ. სხვათა შორის, «პრემიერი» ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა, რომ ამ ძმების პრემიერის კარზე აღზევებამ ბიზნესსექტორი დააფრთხო.

«ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი გათავისუფლდა. კარგი კიდევ ის მოხდა, რომ ლაშა ნაცვლიშვილის პოზიციებიც საბოლოოდ შეიკვეცა. მართალია, ეს უკანასკნელი ხელისუფლებაში კარგა ხანია, აღარ არის, მაგრამ როგორც ვიცი, ჯანყარაშვილთან მეგობრობდა,» _ განმარტავს ინფორმატორი და პრესაში გავრცელებულ 20 თუ 200 მილიონსაც იხსენებს, რომელიც რამდენიმე გავლენიანმა «ნაციონალმა» იმისთვის გადაიხადა, რომ «ოცნების» ხელისუფლების პირობებში თავი კომფორტულად ეგრძნო.

«ახალი წლის შემდე საქართველოს ხელისუფლებაში სხვა მოცემულობა იქნება. ღარიბაშვილი შეეცდება, რომ ბიძინას კეთლგანწყობა ხელმეორედ მოიპოვოს, მაგრამ თუ ეს არ გამოუვა, მაშინ ალბათ, დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს დაიწყებს, მაგრამ გუგული მაღრაძის, ირაკლი სესიაშილის, ეკა ბესელიასა და გია ვოლსკის ხელშეწყობით, დიდი პოლიტკარიერის გაკეთების იმედი არ უნდა ჰქონდეს. აქ რჩება ერთადერთი გამოსავალი: როგორც ადრე გითხარით, ვიღაცები შეეცდებიან, რომ ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერი რუსულ რელსებზე გადაიყვანონ, ანუ დაარწმუნონ, რომ თუ მოსკოვთან ურთიერთობას დაათბობს, სალაპარაკო გაუჩნდება, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს თუნდაც კონფედერაციის სტატუსით დაუბრუნებს. დაკარგული ტერიტორეიბი ის თემაა, რომელზეც მთელი ქართული საზოგადოების თუ არა, დევნლთა სეგმენტის «წამოკიდება» მაინც შეიძლება. ეს სეგმენტი კი, სულ მცირე, 300 ათასი ადამიანია, მაგრამ როცა საქმე აფხაზეთზე მიდგება, აქაც ღარიბაშვილის მთავარი კონკურენტი ირაკლი ალასანიაა, რომლისთვისაც სოხუმის დაკარგვა პირადი ტრაგედია გახლავთ და ალასანია, მინიმუმ, მამის სულის წინაშეა ვალდებული, რომ აფხაზეთის დასაბრუნებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. საერთოდ, ალასანია რომ მომავლის პოლიტიკოსია, ეს ახლახანს კიდევ ერთხელ დადასტურდა _ თავდაცვის მინისტრობიდან გადამდგარი, კანადაში წავიდა, სადაც მაკკეინს შეხვდა. ახლა, ვინ დაიჯერებს, რომ ეს შემთხვევითი შეხვედრა იყო?!» _ ორაზროვნად ამბობს «პრემიერის» კონფიდენციალური თანამოსაუბრე.

როგორც ჩანს, ნაახალწლევს მნიშვნელოვანი «ნიუსები» გველოდება _ მანამდე ნოდარ ჯავახიშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესწავლას, ალბათ, დაასრულებს და შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ 2015 წელი ქართულ პოლიტიკაში «ოცნების» ხალხის დაჭერით დაიწყოს.
გეგა სილაგავა
გაზეთი "პრემიერი"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42