პრემიერი სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრებს დავით კირვალიძეს და შალვა ფიფიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.
მისი თქმით, საქართველოში სოფლის მეურნეობის უძველესი და ხელსიუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ გლეხები მყარად დადგნენ ფეხზე.
„მოსახლეობა უახლოეს მომავალში იგრძნობს იმ სიკეთეს, რაც ამ დარგის განვითარებას მოყვება. საქართველოში სოფლის მეურნეობის მდიდარი ტრადიციები არსებობს. ქართველი გლეხი ყოველთვის გამოირჩეოდა მიწისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. ჩვენ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ ამ დარგმა შეასრულოს უმნიშვნელოვანესი როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. ამიტომაც არის სოფლის მეურნეობის განვითარება ერთ-ერთი უპირველესი მიმართულება, საიდანაც უნდა დაიწყოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური აღორძინება. ჩვენი მიზანია, რომ გლეხები მყარად დადგნენ ფეხზე და უპასუხონ იმ ახალ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას და მყარად დაიმკვიდრებს ადგილს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






