საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას თქმით „რუსეთის ფედერაციის ეს ქმედებები მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და წარმოადგენს მომდევნო ნაბიჯს მოსკოვის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთის ანექსიისკენ და რეგიონში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, დოკუმენტის ხელმოწერა არის აშკარა მანიფესტაცია რუსეთის შორს მიმავალი გეგმისა, რომ შეაფერხოს მეზობელი ქვეყნების პროდასავლური პოლიტიკა ოკუპაციისა და ანექსიის გზით” - აღნიშნა დონდუამ.
დონდუას თქმით, საქართველო აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და ერთსულოვან მხარდაჭერას ამ საკითხთან დაკავშირებით.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით საუბრისას ქართულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა შეხებოდა ყველა წინასწარ გათვალისწინებულ საკითხს, მათ შორის ოკუპირებული რეგიონებიდან ლტლოვილების დაბრუნების თემას.
„ამ თემამ კიდევ ერთხელ დაიმსახურა მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორებისგან,” - აღნიშნა ციხელაშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ჟენევაში.
მასალის გამოყენების პირობები






