თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის მიმართვას, რომელიც ცენტრალურ აფრიკაში საქართველოს შეირაღებული ძალების გაგზავნას შეეხება.
ბრძანების მიხედვით ორ ოცეულს მისიაში ყოფნის ვადა სამი თვით უგრძელდება.
„საქართველო რიგით მეორე კონტრიბუტორია სამხედრო ძალების რაოდენობით. ჩვენი ჯარისკაცები საკმაოდ კარგად მსახურობენ და მისიის ხელმძღვანელობამ, საფრანგეთის სახით და ევროკავშირმა მოგვამრთა თხოვნით, რომ ცენტრალურ აფრიკაში ჯარისკაცების მისია გაგრძელდეს. ცენტრალურ აფრიკაში ადილობრივი მოსხლეობა ქართველი ჯარისკაცების მიმართ კარგად არის განწყობილი. ჩვენი სამხედროების ვალდებულება ქალაქ ბანგის აეროპორტის დაცვა და პატრულირება იქნება.საქართველოს ბიუჯეტიდან მხოლოდ ჯარისკაცების ხელფასები ანაზღაურდება, ყველა სხვა საკითხს თავის თავზე ევროკავშირი იღებს", - განაცხადა იმერლიშვილმა თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე.
მასალის გამოყენების პირობები






