რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო , ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ჟენევის მოლაპარაკებებზე, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის მზაობა, იყოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტი. ასევე აღნიშნული იქნა რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაუოკებელი სურვილის ფონზე, უელსის სამიტზე თბილისისთვის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის გადაცემა, საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების გეგმები და საქართველოსთვის დასავლეთის ქვეყნების მხრიდან იარაღის მიწოდებაზე განახლებული მოლაპარაკებები, ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებს განსაკუთრებულ აქტუალურობას სძენს," - ნათქვამია განცხადებაში და აქვე იმაზეც არის საუბარი, რომ სწორედ ამ ფონზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებიული ხელშეკრულება აფხაზეთის უსაფრთხოებას ისახავს მიზნად.
"ამ კონტექსტში რუსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ 24 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მიმართულია აფხაზეთის სახელმწიფოებრიობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ,”– წერია საგარერო უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






