ინფორმაციას სააგენტო ,,რესი“ ავრცელებს.
თიბილოვის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე არსებობს მთელი რიგი წინადადებები მომავალ შეთანხმებასთან დაკავშირებით , ჩატარებულია კონსულტაციები რუს კოლეგებთან, კერძოდ კი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დსთ-ს, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელ ოლეგ გოვორუნთან.
"გამოვედი ინიციატივით, რომ მომავალ შეთანხმება განხილული იყოს სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი შესვლის ჭრილში. მსოფლიოში არსებობს ქვეყნების პოლიტიკური თანაარსებობის სხვადასხვა ფორმა. ვფიქრობ, უახლოეს დროში მივიღებთ პასუხს ამ შეთავაზებაზე", - განაცხადა თიბილოვმა. მისი თქმით, ის ვალდებულია მომავალმა თაობებმა უსაფრთო გარემოში იცხოვრონ. იქვე თიბილოვი საფრთხედ საქართველოს განიხილავს.
თიბილოვის ცნობით, მომავალ შეთანხმებაში შევა ასევე, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სასაზღვრო რეჟიმის საკითხიც.
მასალის გამოყენების პირობები






