გიორგი მარგველაშვილი იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი დღეს იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.
გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებას ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობაზე ესაუბრა. უპირველესად, მან იაპონიის მთავრობასა და ხალხს იმპერატორის დაბადების დღე მიულოცა და იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში იმპერატორ აკიჰიტოსთან შეხვედრა გაიხსენა. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება იმ მხარდაჭერასა და თანადგომაზეც გაამახვილა, რომელსაც იაპონია საქართველოს უწევს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ხალხი გრძნობს იაპონიის მტკიცე მხარდაჭერას. ამას გარდა, მან იმ მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა, რომელსაც დღევანდელ სამყაროში იაპონია ასრულებს პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულებით.
„იაპონიაში ვიზიტის დროს ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ახალი ნაბიჯი გადაგვედგა ქართულ-იაპონურ ურთიერთობაში, რომელიც იწყება კონტინენტის უკიდურესი აღმოსავლეთიდან და გრძელდება ევროპამდე. ამ ორ მეგობრულ ქვეყანას შორის კავშირი ძალიან ბევრ სასიკეთოს უქადის ჩვენს ქვეყნებს და მათ პარტნიორებს ამ გზაზე. ჩვენ დავსახეთ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რაც უკვე გაკეთებულია იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით წინა წლებში. ეს კი ძალიან შთამბეჭდავი სამუშაოა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იაპონელ ხალხს და პირადად ელჩს კაიტანის. საქართველოს აქვს ბედნიერება იაპონიის მხარეს წარმოადგენდეს ასეთი კარგი და შთამბეჭდავი ელჩი, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს როგორც თავისი, ისე ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დამსწრე საზოგადოებას იაპონიის ელჩმა ქართულად მიმართა და ქართულ მხარეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება და ნატო-ს არსებითი პაკეტის მიღება მიულოცა. მან ყურადღება იმ პროექტებზე გაამახვილა, რომლებიც საქართველოში იაპონიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება. ტოშიო კაიტანიმ სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იაპონია აზიის განვითარების ბანკის უმთავრესი მხარდამჭერია, ასევე მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების უმთავრეს მხარდამჭერთა შორის არის, რომლებიც, მისივე თქმით, დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ საქართველოსთვის.
ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს საქართველოში იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც მისი ხელდასმით ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა, ასევე მისი დამოკიდებულებისთვის ქართული კულტურისა და მთლიანად ქართული სახელმწიფოს მიმართ.

მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა