რუსული ,,ტრიკოლორი“ თბილისის ქუჩებში - დროშა, რომლის ქვეშ ანექსია გრძელდება
პოლიტიკა - 17:38, 10 Dec, 2014     4607
ბოლო პერიოდში ქალაქში მასობრივად გამოჩნდა რუსული კომპანია ,,აეროფლოტის“ სარეკლამო ბილბორდები, სადაც მთავარ ადგილს იკავებს რუსული დროშა. რამდენად მიზანშეწონილია ოკუპანტი სახელმწიფოს ატრიბუტიკის განთავსება თბილისის ქუჩებში, იმ რუსული დროშის, რომელიც დღეს სოხუმისა და ცხინვალის თავზე ფრიალებს, - ,,ნიუპოსტი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ,,რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ეს იგივეა ვაშინგტონში ისლამისტური მწვანე დროშა რომ გამოჩნდეს. როგორც შაშკინმა განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ,,რეფორმატორთა კლუბი“ გამოდის ინიციატივით და მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა მიიღონ კანონი, რომლითაც ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ატირიბუტიკის გამოყენება აკრძალული იქნება.

,,ეს არის ამაზრზენი და მიუღებელი, რადგან ამ რუსული ,,ტრიკოლორის“ (როგორც თვითონ ეძახიან) ქვეშ, 2008 წელს კლავდნენ ასობით ქართელ მეომარს და მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა. არ მეგულება არცერთი ქვეყანა, სადაც ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და იქ ოკუპანტი ქვეყნის დროშა იყო ქალაქსი ქუჩებში გამოფენილი ბილბორდებზე. ეს ხდება საქართველოში, სადაც ამ დღეებში დეიურე რუსეთმა გააფორმა აფხაზეთის ანექსია და საახალწლოდ აპირებს, საჩუქარი გაგვიკეთოს და გააფორმოს ცხინვალის დეიურე ანექსიაც. მე არ ვიცი არცერთი ქვეყანა, სადაც ნებადართული იქნებოდა ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიმფო სიმბოლიკის შუა ქალაში განთავსება. ეს ბილბორდები არის აეროპორტის ცენტრალურ ტრასაზე, მელიქიშვილზე და სხვა ცენტრალურ ქუჩებზე. ამ ბილბორდების მთავარი ლეიტმოტივი არის არა ,,აეროფლოტი“, არამედ რუსეთის სახელმწიფო დროშა, რომელიც ახლა ფრიალებს სოხუმის და ცხინვალის თავზე.

ამიტომ, ,,რეფორმატორთა კლუბი“ გამოდის ინიციატივით და მოუწოდებს პარლამენტს, რომ განიხილონ და მიიღონ კანონი, რომლითაც აიკრძალება ოკუპანტი ქვეყნის სხვადასხვა სიმბლოკის გამოყენება ჩვენს ტერიტორიაზე. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ემოციური საკითხი, ეს არის პატრიოტული და ამავდროულად ძალიან პრაგმატული საკითხი, რადგან უნდა დავფიქრდეთ, როცა ვსაუბრობთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაზე და ამას ვეუბნებით მთელ მსოფლიოს, ის უცხოელი რომელიც ჩამოდის თბილისში, პირველი რასაც ხედავს, არის თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე რუსული დროშა. რუსეთი ჩვენთვის არის იგივე, რაც ისლამისტური არმია ამერიკსითვის. რუსეთმა ჩვენ დიდი ხანია გმოგვიცხადა ჯიჰადი. არცერთ ნორმალურ ადამიანს თავში აზრად არ მოუვა, ამერიკაში განათავსონ ბილბორდებზე ისლამისტური არმიის მწვანე დროშა და ჯიჰადის დროშა იყოს ვაშინგტონში ბილბორდებზე, მაგრამ ჩვენთნ ცენტრალურ ქუჩებზე ვხედავთ ქვეყნის დროშას, რომლის ქვეშაც გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42