ივანიშვილის დასმული პრემიერი მხოლოდ კითხვის რეჟიმში ახერხებს ეკონომიკაზე საუბარს- ჯაფარიძე
პოლიტიკა - 16:56, 10 Dec, 2014     1858

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრის გუშინ გაკეთებულ, ეკონომიკურ განცხადებებს ეხმიანება და მთავრობის ორ წლიან მუშაობას აფასებს.

„შარშან ეკონომიკური ზრდა იყო 3,2%, წელს ოქტომბერში დაეცა 3,5%. გუშინ მოვისმინეთ შედარებები, რომ თურმე ამერიკის, ევროპის, უკრაინის ეკონომიკა არ იზრდება. პრემიერს მინდა შევახსენო, რომ აშშ-ს ეკონომიკის ზომა არის 18 ტრილიონი დოლარი და ოდნავაც რომ გაიზარდოს მომავალ წელს იქნება მაინც 18 ტრილიონი დოლარი და ამის შედფარება არის უბრალოდ ნონსენსი და ამდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნდა ესმოდეს რომ არის უბრალოდ სასაცილოა. უკრაინასთან შედარება კიდევ უფრო სასაცილოა იმიტომ, რომ უკრაინაში ომია. თუ მაინცდამაინც შედარება უნდა მაგალითად შუძლია შეადაროს უზბეკეთს (7% ზრდა) ან ტაჯიკეთს (6 % ზრდა). და შედარებები არის უფრო ადეკვატური ასეთი ტიპის განვითარებად - ქვეყნებთან. ბოლო ორ წელიწადში ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა 25 თეთრით. დაახლოებით 15% ფასები იზრდება მუდმივად მედიკამენტებზე და სურსათზე. ანუ იმ პროდუქციაზე რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენ ყველაზე მეტად გაჭირვებულ მოსახლეობას. სახელმწიფო ვალი გაიზარდა მილარდ 700 მილიონი ლარით. 2014 წლის 10 თვეში ქვეყნის სავაჭრო ბალანსი გაუარესდა 600 მილიონი დოლარით. აგვისტო-ოქტომბერში ექსპორტი შემცირდა 8%-ით. 2013 წელს უცხოური დაფინანსება - ინვესტიციები და კრედიტები შემცირდა მილიარდი დოლარით, 2012 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე ეროვბული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები შემცირებულია 242 მილიონი დოლარით. 2012 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე მთავრობის დეპოზიტები შემცირებულია 544 მილიონი ლარით. 2013 -2014 წლების ბიუჯეტების გარღვევა ჯამში, ორ წელიწადში არის მილიარდ ნახევარი ლარი და საარსებო მინიმუმი ოქტომბერში უკვე არის დაახლოებით 161 ლარი, ანუ უკვე აღემატება იმ პენსიის ოდენობას, რომლის გაცემაც თქვენ აპირებთ მომავალი წლის სექტემბრიდან.

ეს არის ორ წლიანი გაუაზრებელი პოლიტიკის ძალიან კონკრეტული შედეგები, ეს არის იმის შედეგი, რომ ივანიშვილის მიერ ხალხის თავზე დასმული პრემიერი მხოლოდ კითხვის რეჟიმში ახერხებს ეკონომიკაზე საუბარს და წარმოდგენა არ აქვს რა დგას რეალურად ტექსტებისა და ციფრების უკან, ჩვენ მიერ პარლამენტში შემოტანილია კონკრეტული რეზოლუციის პროექტი, რომელშიც არის გათვალისწინებული ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ მძიმე მდგომარეობიდან. მაგრამ ამისთვის ჯერ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს",-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42