საქართველოს ბანკმა, ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, საბანკო მომსახურეობისაგან არაპროფილური აქტივები გამიჯნა. რეორგანიზაცია 2015 წლის ბოლომდე დასრულდება.
ცნობილი გახდა რომ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის ადგილს, ივნისიდან, მურთაზ კიკორია დაიკავებს, ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ირაკლი გილაური კი ბანკის სტრუქტურიდან გამოყოფილ არაპროფილურ საქმიანობას გადაიბარებს და ის "საქართველოს ბანკის" ჰოლდინგური კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე გააგრძელებს მუშობას.
„მოხდება მკაფიო გამიჯვნა საბანკო საქმესა და არაპროფილურ საქმიანობას შორის. საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორად წარდგენილი იქნა მურთაზ კიკორია, რომელიც ივნისის თვიდან შეუდგება მუშაობას, მე კი გადავდივარ საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ და ჰოლდინგური კომპანიის გენერალურ დირექტორად,“ - განაცხადა ირაკლი გილაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






