გპირდებით, მუდამ ვიდგები თითოეული თქვენგანის თავისუფლების სადარაჯოზე - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 13:45, 10 Dec, 2014     1668

საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს საქართველო მთელ მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც წელს გამოირჩევა დევიზით - ადამიანის უფლებები 365.

ადამიანის უფლებები არ არის დამოკიდებული ქვეყნებსა და მთავრობებზე, არ წარმოადგენს რომელიმე სოციალური თუ ინტელექტუალური ჯგუფის კუთვნილებას ან ჯილდოს სწორი ქცევისთვის. ეს არის კაცობრიობის მონაპოვარი - ის იდეალები, რომლებიც ცივილიზაციასთან ერთად ვითარდება და კიდევ უფრო მტკიცდება.

სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც კი ხშირად ვაწყდებით ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რომლებსაც ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა საფუძველი აქვს. სულ ახლო წარსულში ჩვენი საზოგადოება გახდა ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების მომსწრე. საზოგადოების თითოეული წევრი უნდა ზრუნავდეს ყოველი მოქალაქის უფლებების დაცვაზე და ხმა აღიმაღლოს უკანონობისა და ძალადობის ყოველი შემთხვევის წინააღმდეგ.

მე, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი, ამ მიმართულებით მუშაობას ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად მივიჩნევ და ვპირდები ჩემს თანამოქალაქეებს, რომ მუდამ ვიდგები თითოეული მათგანის თავისუფლების სადარაჯოზე“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42