იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ODIHR-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.
მისი თქმით, ODIHR-ის დასკვნაში რამდენიმე ტალღად მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმა წარმატებულადაა შეფასებული.
„სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელს მოუწევს აღიაროს, რომ შიგნით აქვს პრობლემები. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სასამართლოს ხელმძღვანელობისგან მოსამართლის დამოუკიდებლობაა. ასევე, უნდა აღიაროს, რომ ანგარიშის მიხედვით მოსამართლეებს სჭირდებათ უნარ-ჩვევებ და პროფესიონალიზმის ამაღლება სისხლის სამართლის საქმეებში. დიდი იმედი მაქვს სასამართლოს სისტემის შიგნით ეს პრობლემები უკვე მომავალი ხელმძღვანელის პირობებში აღმოიფხვრება. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში პროკურატურას მხოლოდ 4 რეკომენდაცია აქვს, კუბლაშვილს კი 40-მდე. თავად განსაჯეთ ვისთან უფრო მეტი პრობლემაა“, - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






