"9 წელს" საზოგადოება გარკვეული დროის შემდეგ უფრო ობიექტურად შეაფასებს- ალასანია
პოლიტიკა - 13:23, 10 Dec, 2014     2086

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ნაციონალური მოძრაობის 9 წლიან მმართველობასთან დაკავშირებით Forbes Georgia-სთან საუბრობს.

„მაგ 9 წელს, ისევე როგორც მანამდელ 9 წელს და ამ უახლეს რამდენიმე წლის პოლიტიკურ ისტორიასაც საზოგადოება გარკვეული დროის შემდეგ უფრო ობიექტურად შეაფასებს. მე მახსოვს ზვიად გამსახურდიას შემდგომი პერიოდის შეფასება, რომელიც ცხელი ემოციებით მოხდა, შემდეგ შევარდნაძის შემდგომი პერიოდის და ისტორია როდესაც დაიწმინდა და, ასე ვთქვათ, მტვერი დაიწმინდა, ჩვენ უფრო ნათლად დავინახეთ ის, თუ რა გაკეთდა, რა ვერ გაკეთდა. მე დარწმუნებული ვარ და არაერთხელ მითქვამს, რომ ყველა ხელისუფლებამ საქართველოს გარკვეული დიდი პოზიტივი მოუტანა, მაგრამ მათ ჰქონდათ ასევე შეცდომები, რომლებისგანაც დაზღვეული არავინ არ არის. ჩვენ ამოცანად გვაქვს, რომ რაც კარგი გაკეთდა, იმას დავაშენოთ ჩვენი ნაბიჯებით უკეთესი. და რაც ვერ გაკეთდა, იმის გამოსწორება შევძლოთ. მთავარი პოლიტიკური ცენტრი ჩვენი მიზნების უნდა იყოს აქეთკენ გადატანილი. იმიტომ რომ, ჩვენ ვერ შევთანხმდებით იმ შეფასებებში, რა იყო სწორი იმ დროს, რა იყო მართალი, რა იყო არასწორი. იმიტომ რომ დღეს სხვა ისტორიული პროცესები მიმდინარეობს ჩვენ ირგვლივ. და ამაში დრო არც უნდა დავხარჯოთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გამოსავალი ერთია – რაც კარგი იყო, ის შევინარჩუნოთ, იმაზე დავაშენოთ ახალი და რაც ცუდი იყო, ის გამოვასწოროთ.“- აცხადებს ირაკლი ალასანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42