სახალხო დამცველს პროკურატურის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
ამის შესახებ ომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი. ნანუაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ საქმეებზე, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია.
ანგარიშში საუბარია, თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის თავისუფლების სავარაუდოდ უკანონო აღკვეთაზე, ვანო მერაბიშვილის მიმართ სავარაუდო უკანონო ქმედებების, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის, ე.წ. კაბელების და „ტრაქტორების საქმეზე“.
„არასათანადო მოპყრობის ფაქტები და შესაბამისად ის არასათანადო გამოძიება ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელზეც სახალხო დამცველი ა წლის განმავლობაში საუბრობდა, ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემები. არ დაძრულა სამართლებრივი მექანიზმის შექმნის საკითხი, რომელიც დაინტერესებულ პირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემდა; განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების გამოძიების არაეფექტიანობას, დაუსჯელობასთან ბრძოლის პრობლემასა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას“, - აღნიშნავს ომბუდსმენი.
მასალის გამოყენების პირობები






