მთავრობის ადმინისტრაცია ODIHR-ის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 12:50, 10 Dec, 2014     1525

მთავრობა მიესალმება OSCE/ODIHR მონიტორინგის მისიის როლს კონსტრუქციული რჩევებითა და რეკომენდაციებით მხარი დაუჭიროს საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმებს და ამით წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.

ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურის მიერ OSCE/ODIHR-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2012 წლის არჩევნების შემდეგ მთავრობამ გამოხატა პოლიტიკური ნება და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODHIR), საქართველოს წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე დაკვირვების თხოვნით თავად მიმართა. აღნიშნული ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს: მომხდარიყო სასამართლო პროცესებზე გამოვლენილი დარღვევების იდენტიფიცირება და რეფორმების გზით მათი აღმოფხვრა. მთავრობის მიერ OSCE/ODIHR სადამკვირვებლო მისიის საკუთარი ინციატივით მოწვევის ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დღევანდელი ხელისუფლების სურვილს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყოს ღია და გამჭვირვალე.

ODHIR-ის მიერ დღემდე განხორციელებული ანალოგიური დაკვირვებების შედეგად, დარღვევები ყოველთვის იყო აღმოჩენილი, მაგრამ ბევრი ხელისუფლება თავს იკავებს მისიის მოწვევისგან. მისიის მიზანისასამართლო პროცესებზე არსებული დარღვევებისგამოვლენაა. ანგარიში ადასტურებს, რომ საქართელოში არ მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ამ მიმართულებით, თუმცა ეს პროცესი არ არის დასრულებული და ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებით დაიწყო სასამართლო რეფორმა და ინტენსიურად გრძელდება. მისი ეფექტური განხორციელება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

აღსანიშნავია, რომ OSCE/ODIHR სადამკვირვებლო მისიის დასრულების შემდეგ მისიის წარმომადგენლებსა და მთავრობის წარმომადგნელებს შორის მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები და აქტიური თანამშრომლობა. თუმცა, OSCE/ODIHR-ის მოთხოვნის შესაბამისად, მონიტორინგის განხორციელების პროცესი იყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი და მთავრობის მხრიდან მაქსიმალურად იყო დაცული პროცესში ჩაურევლობა.

აღნიშნული ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა მოხდეს რეკომენდაციების წარმატებული იმპლემენტაცია და აღმოიფხვრას მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეუთო-ს ODIHR-ის მისიის მონიტორინგის დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია 14 საქმეზე, რომლებიც ეხება ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიას და სხვებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მოხელეების მიერ გაკეთებული განცხადებები, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებაზე, საზოგადოებაში გარკვეულ სპეკულაციებს იწვევდა და აკნინებდა სასამართლო სისტემას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42