შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს- ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 12:14, 10 Dec, 2014     3419
შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებისა და რეორგანიზაციის მიზნით, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, დავით სუჯაშვილს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა. პრემიერის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები შევლენ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის საკითხზე იმუშავებს. მომზადდება ანალიზი და მაქსიმალურად მოხდება ყველა რისკის გათვლა.

„მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ საკითხი, რომელიც თავის დროზე იყო „ქართული ოცნების“ დაპირება–შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს უსაფრთხოების ბლოკი და მოხდეს შს სამინისტროს რეფორმირება. მე დავავალე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ახალ მდივანს, შექმნას სამუშაო ჯგუფი. ამას სჭირდება კარგი დაგეგმარება, რათა მოხდეს რისკების გათვლა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შეგნებულად არ შევეხეთ ამ საკითხს, რადგან იყო გარდამავალი პერიოდი, იყო გამოწვევები. დღეს არის ის დრო, რომ ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე, ღია. ყველას მიეცემა საშუალება პროცესში ჩართულობის. დავსხდნენ და ერთად ჩამოვყალიბდეთ, რომელი მოდელი აჯობებს ჩვენს რეალობაში, ქართულ რეალობაში. საქართველოსთვის როგორი მოწყობა იქნება ყველაზე ოპტიმალური. შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს, სადაც სპეცსამსახურები შევლენ და ცალკე იქნება პოლიცია. ეს არის იდეის დონეზე, მაგრამ თუ რა ფორმით განხორციელდება ის, ამაზე სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ წინადადებებს განიხილავს მთავრობა და ამის შემდეგ კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42