თამარ ბერუჩაშვილი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 11:52, 10 Dec, 2014     1123
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება,საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის უმაღლესი სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნას, რომლის პირველი სხდომაც მომავალი წლის პირველ ნახევარში გაიმართება და მას თურქეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელბენ.

საუბარი შეეხო რეგიონული მასშტაბის ენერგეტიკულ პროექტებს, აღინიშნა, როგორც მათი წარმატებით გაგრძელების, ასევე ამ მიმართულებით დამატებითი პოტენციალის მოძიების მნიშვნელობა. როგორც მხარეებმა აღნიშნეს ერთობლივი ეკონომიკური-ენერგეტიკული პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის, არამედ რეგიონის განვითარებისთვის.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მხრიდან აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ისევე როგორც თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.

თამარ ბერუჩაშვილმა თურქეთში, საქართველოს საელჩოში, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთანაც გამართა შეხვედრა, რომელსაც 20-მდე არარეზიდენტი ელჩი, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ლევენთ გუმრუქჩუ ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მინისტრმა ელჩებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრმა, ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ პროცესებზე და რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე ისაუბრა.
თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებს საერთაშორისო ფორუმებსა და ფორმატებში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი გამოთქვა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42