ავიაკომპანია "აირზენა" წყვეტს ფრენებს და კომპანიის მფრინავები, ტექნიკოსები და სხვა თანამშრომლები იწყებენ საპროტესტო გაფიცვას.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ ავიაკომპანიიდან აცნობეს და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.
მათი ინფორმაციით, პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
„გაუქმდეს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი 8 ივლისის ნოტა რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებს მიენიჭათ შეუზღუდავი უფლება თბილისი-მოსკოვი-თბილისი მიმართულებით ფრენებზე; დაუყოვნებლივ გაუქმდეს საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ რუსულ ავიაკომპანიებზე გაცემული ფრენების ნებართვები; რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს იმ პირობებით, რაც იყო ფრენების შეწყვეტამდე - 2006 წლის ნოემბრამდე; რუსეთთან მოლაპარაკებები შეწყდეს იმ დრომდე, სანამ სააგენტო არ გამოიყოფა ცალკე სტრუქტურად და არ დაკომპლექდება იმ კვალიფიცირებული მუშაკებით ვისაც კვალიფიცირებულად შეეძლება მოლაპარაკებების გამართვა და ქვეყნის ინტერესების დაცვა; დაუყოვნებლივ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ავიაციის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოყოფის შესახებ და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ უწყებად, როგორც ეს მიღებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში; დაუყოვნებლივ გადადგეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსი ბატონი გურამ ჯალაღონია დაკავებული თანამდებობიდან, დაინიშნოს კვალიფიცირებული კადრი და სააგენტო დაკომპლექტდეს პროფესიონალი მუშაკებით; სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელობამ შეცვალოს ის ნორმატიული აქტები, რაც მიღებული იქნა წინა ხელისუფლების მიერ და ეწინააღმდეგება ქართული ავიაკომპანიების ინტერესებს; სასწრაფოდ აღუდგეს ”ჯორჯიან ეარვეისს” ფლაგმანის სტატუსი, რომელიც უსაფუძვლოდ გააუქმა წინა ხელისუფლებამ“, - ნათქვამია „აირზენას“ განცხადებაში.
როგორც "ნიუპოსტს" ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტომა თამაზ გაიაშვილმა განუცხადა, დღეს გახდება ცნობილი შეწყვეტს თუ არა ავიაკოამპანია ყველა მიმართულებით ფრენას.
მასალის გამოყენების პირობები






