პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპონენტებს არ აქვთ იმის თქმის საფუძველი, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია.
როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, წელს ქვეყნის რეგიონებში ეკონომიკური ზრდა 5,2 პროცენტი დაფიქსირდა და წლის ბოლომდე შეიძლება ეს მონაცემები კიდევ გაუმჯობესდეს.
„ის ეკონომიკური ზრდა რაც ჩვენ გვაქვს, შთამბეჭდავია. ამის წარმოჩინება აუცილებელია. არც ერთ ჩვენს ოპონენტს იმის თქმით საფუძველი არ აქვს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. პირიქით, ჩვენ ამ ძალიან რთულ ვითარებაში, მივაღწიეთ იმას, რომ გვაქვს ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკა. მინდა მოსახლეობისთვის ვთქვა, რომ ძალიან რთული ეკონონიკურ-პოლიტიკური სიტუაციაა რეგიონში - უკრაინა, თურქეთი, რუსეთში. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა ასახვას ჰპოვებს ჩვენს ეკონომიკაზე, ლარზე", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






