ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის გათვლებით, წლევანდელი ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდება.
ამის შესახებ ხადურმა მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც მას პრემიერმა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენა სთხოვა.
"საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით ჩვენ ვართ წინ - გეგმაზე დაახლოებით 70 მილიონით მეტი გვაქვს მობილიზებული და ვფიქრობთ, რომ წლევანდელი ბიუჯეტი გადაჭარბებით იქნება შესრულებული, როგორც შემოსავლების, ისე ზოგადად შემოსულობების თვალსაზრისით. გარკვეული ჩამორჩენა გრანტების და კრედიტების თვალსაზრისით გვქონდა, თუმცა თანხები უკვე ჩამორიცხულია. დეკემბერში ასევე ჩამოირიცხება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან და აზიის განვითარების ბანკიდან მისაღები თანხებიც. ასე, რომ წლევანდელი ბიუჯეტი იქნება შესრულებული 100 პროცენტით და არანაირი პრობლემა ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით არ იქნება", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთ მინისტრი ბიუჯეტის ათვისების ნაწილსაც შეეხო და განმარტა, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა გამოსწორებულია, - "რაც შეეხება ათვისებას, ამ მიმართულებითაც უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე წინა პერიოდებში იყო. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები - უწყება თვეში დაახლოებით 125-130 მილიონს ხარჯავს, - განაცხადა ნოდარ ხადურმა მთავრომის სხდომაზე, პრემიერის და მინიტრთაკაბინეტის წინაშე ანგარიშის წარდგენისას.
მასალის გამოყენების პირობები






