კომისია ლანჩხუთში სულ 5 წევრისგან შედგება, მათ შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია. სასულიერო გიმნაზიის პრორექტორი, მამა მირიანი ( ფირცხალაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე, გელა კილაძე, სასულიერო პირის აღნიშნულ პროცესებში ჩართვას, კონკურსისადმი ნდობის ამაღლების თვალსაზრისით ხსნის.
რაც შეეხება კომისიის დანარჩენ წევრებს. ესენი არიან: ელენე ნაჭყებია (მაჟორიტარი დეპუტატი), ქეთევან სიხარულიძე ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატი, პროფესიული კავშირების თავმჯდომარე და ადამ ხუხუნაიშვილი ,,პატრიოტთა ალიანსი“,( მაჟორიტარი დეპუტატი).
საკონკურსო-საატესტაციო პროცესის მიმდინარეობაზე,, გურიის მოამბე“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და ამავდროულად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, გელა კილაძეს გაესაუბრა.
,,საბუთების მიღება 14 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. რაც დასრულდა 2 დეკემბერს . ამის შემდეგ მიდიოდა დოკუმენტაციის ამობეჭდვა და დახარისხება. გუშინ შეიკრიბა კომისია და იმუშავა მათ გადარჩევაზე. თუ ვინ შეესაბამებოდა ჩვენს მიერ გამოცხადებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს . სულ იყო 92 განცხადება შემოსული. აქედან საბუთები გადაირჩა და 46- მა დააკმაყოფილა კომისიის მოთხოვნები. დარჩენილი 46- ს, დღეს, პირველ საათამდე, ქონდათ დრო, გამოესწორებინათ ხარვეზები.
მითითებული იყო ელექტრონული მისამართი. სწორედ ახლა მოვიწვიეთ კომისია სპეციალურად ამისთვის, წესით ვალდებულება ჩვენ არა გვაქვს, თუმცა, კომისიამ მიიჩნია საჭიროდ, რომ, ასე უნდა მოვქცეულიყავით და აგერ,თქვენც ხედავთ, უკვე, მოვიდა ორი კომისიის წევრი, მამა მირიანი და ქალბატონი ელიკო ნაჭყებია და ველოდები სხვებსაც.
_რაც შეეხება ფუნქციებს, როგორ გადანაწილდა კომისიის წევრებს შორის ფუნქციები?
_ ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ კომისია როცა შეიქმნა მაშინ გავიცანით ერთმანეთი და ჩამოვყალიბდით როგორც ერთიანი გუნდი. ფაქტიურად, მანამდე ერთმანეთთან არანაირი ურთიერთობა არ გვქონია. მუშაობის პროცესში ვართ ერთნი და ყველა თანაბრად იღებს მონაწილეობას, ეს იქნება დოკუმენტაციის გადარჩევა თუ ამა თუ იმ საკითხის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება..
_ ბატონო გელა, თქვენ ზემოთ ახსენეთ, რომ მამა მირიანი არის მოწვეული როგორც სპეციალური სტუმარი და არ შემიძლია არ გკითხოთ, თვითმართველობაში სასულიერო პირის მონაწილეობა რამდენად მისაღებია?
_ კი ბატონი. მოგეხსენებათ, რომ კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საკრებულო და მერე კომისიის თავმჯდოამარეს აქვს უფლება შეარჩიოს პიროვნებები და რაოდენობა, საჭიროებიდან გამომდინარე. მე ამ საკითხს მივუდექი ასე და საერთოდ ყველა საკითხს დიდი სიფრთხილით ვეკიდები, აქედან გამომდიანარე ძალიან ბევრი ვიფიქრე მაგაზე და ზუსტად მაგ კუთხითაც იქნა შერჩეული ადამიანები ვინც არიან დღეს ჩემს კომისიაში. პროფესიულ კავშირებიდან პირდაპირ წერია, რომ აუცილებელია, რომ იყოს და ამას ვერ გავექცეოდით. ჩოხატაურში წავედი იმის გამო, რომ ჩვენთან ქალბატონი მაგული კუნჭულიას შვილი ღებულობს მონაწილეობას კონკურსში და ინტერესთა კონფლიქტი რომ არ ყოფილიყო. ამიტომ ჩვენთან ვერ იქნებოდა ქალბატონი მაგული. ამიტომ მოვიწვიეთ სხვა რაიონიდან. ამას გარდა მე მქონდა საშუალება იმისა, რომ, მომეწვია ისეთი ადამიანი გარედან, რომელსაც არ ექნებოდა კავშირი ჩვენს დაწესებულებასთან. გავიკითხ-გამოვიკითხე და როგორც მითხრეს, მამა მირიანი არის ფილოლოგი და ჩავთვალე, რომ არის კეთილშობილი და უაღრესად პატიოსანი. ამას ჩემგან განმარტება და დახასიათებაც არ სჭირდება, რადგან ყველა იცნობს. ამიტომ გადავწყვიტე მეთხოვა და მომეწვია ჩემს კომისიაში. შევაწუხეთ, ვთხოვეთ და მამა მირიანისგან რამდენიმე დღის შემდეგ მივიღე თანხმობა და მე ვიყავი ძალზე მოხარული. რაც შეეხება იმას, რომ ვინმემ კითხვა დასვას, მე მგონი აქ კითხვა არ უნდა დაისვას, რადგან ჩვენ ვართ მართლმადიდებლები...
_თუმცა ბატონო გელა გვყავს სხვა რელიგიური აღმსარებლობის ..
.. არა, ერთი წამით. მე აქცენტს ვიღებ ძირითადად რაც არის უმრავლესობა. თუმცა ზუსტად ის საკითხი, რომ გვიწერია არა დისკრიმინაცია თუ სხვა საკითხები, სხვა რელიგიებთან და სხვა აღმსარებლობებთან წინააღმდეგობაში, რომ არ მოვსულიყავით, მაგაზეც მოგახსენებთ. იმიტომ ვაფიქსირებ მას, რომ მამა მირიანი არის მოწვეული სპეციალისტის რანგში და არა როგორც მამაო. ჩვენ ვართ შეთანხმებული ასეთ რამეზე, თავად მამაოსგანაც წამოვიდა ეს წინადადება, რომ გასაუბრების ეტაპზე კითხვების დასმა, რელიგიის კუთხით არ მოხდება. ეს გამორიცხულია. ამდენად ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ზის ჩვენთან, ვფიქრობ, რომ უფრო მეტი სტიმული, უფრო მეტი თავისუფლება ექნება და ამას გარდა, იქნება ერთ-ერთი გარანტი ობიექტურობისა.
მეორე, თუნდაც ავიღოთ ფსიქოლოგიური მხარე. მამაოსთან, რომ ადამიანი მიდის ის ფსიქოლოგიურადაც მშვიდდება და თუ რამე პრობლემა აქვს, ამ პრობლემას ასეთ ადამიანებთან ურთიერთობით ხსნიან და სიმშვიდეს პოულობენ. ეხლა გადავიდეთ იმ ადამიანებზე, ვინც, დავუშვათ, რომ მოხდეს სხვა აღმსარებლობის პიროვნება. პირადად მე კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს გვაქვს იმის უფლება, რომ თუ ვინმე კონკურსანტი შემოვა დაინახავს ზის ადამიანი, რომელიც მისთვის არის, რაღაცის გამო მიუღებელი . თუ ასეთი აღმოჩნდება, ჩვენ შეგვიძლია და იცით, რომ გვაქვს სულ 5 ვაკანსია. იმ ვაკანსიაზე ერთმა პირმაც რომ გვითხრას , რომ არ სურს მამა მირიანის მონაწილეობით გასაუბრება . ჩვენ ვაკეთებთ აცილებას და მხოლოდ და მხოლოდ 4 კომისიის წევრი ჩაატარებს გასაუბრების პროცესს.
წყარო: ,,გურიის მოამბე“
მასალის გამოყენების პირობები






