თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქვეყნის ეკონიმიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ამის შესახებ ალასანიამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობას არ აქვს უნარი თავად მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ინვესტორის პროექტზე, რაც ზიანს აყენებს ბიზნესგარემოს.
„ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირშია. გადაწყვეტილების მიღების უუნარობა, რომელიც იჭიმება თვეებით არ არის კარგი. როდესაც ინვესტორი ჩამოდის თავისი კონკრეტული პროექტით, მას სურს სწრაფად მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფოსგან და სწრაფად მოხდეს გადაწყვეტილების მიღება მის პროექტთან დაკავშირებით. თუმცა ამა თუ იმ პროექტზე გადაწყვეტილების მიღება იწელება თვეევით, რადგან მთავრობას გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აქვს. ამ სისტემაში პასუხისმგებლობას კონკრეტული უწყების ხელმძღვანელი ვერ იღებს. ის უნდა შეათანხმოს, შეათანხმოს და გაფუჭებული ტელეფონივით ბოლოს მივიდეს ერთ ადგილზე. ჩემი ღრმა რწმენით, ჯაჭვის ბოლო წერტილი ბიძინა ივანიშვილია. ეს გაფუჭებული ტელეფონის მთავრობა ჩვენს ქვეყანას ბევრ ინვესტორს აკარგვინებს", - აცხადებს ალასანია.
მასალის გამოყენების პირობები






