„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ირაკლი ალასანიას ცხოვრებიდან იმ ეპიზოდს იხსენებს, როდესაც თავდაცვის ექსმინისტრი ბაბუშერას ტრაგედიის დროს გარდაცვლილი მამის ნეშთის ჩამოსვენებას ელოდებოდა.
„რთული მომენტია - 4 გმირი განისვენებს სამებაში! ასეთ შემთხვევაში ჩვენში იტყვიან, ჭირისუფლისთვის მძიმეა, მაგრამ ახლა მაინც შეეძლება სატირლად საფლავზე მისვლაო! ირაკლის გულშიც ვიცი, ამ დროს რა ხდება! არასდროს არ ვსაუბრობთ მამია ბიძიასთან დაკავშირებულ ამბებზე, მაგრამ ერთხელ მახსოვს, სამივე საგარეოში ვმუშაობდით, ირაკლიმ ვიკას და მე დაგვირეკა, მეუბნებიან, მამია გადმოვასვენეთო და ექსპერტიზის ბიუროში გამომყევითო! წარმოუდგენელია, რა ტრიალებდა მის გულში და გონებაში! მარტო შევალ ამოცნობაზეო! შევიდა და რომ გამოვიდა, თან გულდაფუფქული იყო, არ აღმოჩნდაო და თან მაინც გაუტეხელი, წარბშეუხრელი! დღესაც თქვა თავის სათქმელი! ირაკლის ტკივილი - მისი ოჯახის ტკივილია, ჩემი ტკივილია, ყველა მისიანის (ასეთი კი ძალიან ბევრია) ტკივილია! ტკივილია, მაგრამ ფიცის, წესის, ცხოვრების ნაწილია!“, - წერს პეტრიაშვილი „ფეისბუქზე“.
მასალის გამოყენების პირობები






