ბაბუაშერაში გარდაცვლილი ჯარისკაცების დაკრძალვაზე პრემიერ მინისტრნა განაცხადა რომ ის ქედს იხრის მათ წინაშე, პატივს სცემს მათ ოჯახებს და ქალბატონ ბელა ზალდასტანიშვილს სამძიმარს უცხადებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ვაჟკაცები არიან ერთი ოჯახის შვილები და ერთმა ოჯახმა გაიღო ასეთი დიდი მსხვერპლი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის ამ პროცესში ჩართულ სტრუქტურებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტს და დევნილთა ყოფილ და ამჟამინდელ მინისტრებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს.
"მე ქედს ვიხრი, მათი ხსოვნის წინაშე, მათი ოჯახის წინაშე, მე მინდა განსაკურებით აღვნიშნო ბელა ზალდასტანიშვილი, რომელმაც ღირსეულად ატარა და ატარებს უდიდეს ტკივილს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის დამსახურებაა, რომ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, აფხაზებთან გართულებული ურთიერთობის ფონზე, აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის საშუალებით მოხდა 30 გმირის გადმოსვენება.
მასალის გამოყენების პირობები






