ქართულ შეიარაღებულ ძალებს ცენტრალურ აფრიკაში ყოფნის ვადა 1 იანვარს ეწურება. ევროკავშირის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მანდატის გაგრძელებაზე პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობას ელოდება. ბრძანება პარლემნტში ბიუროზე უკვე დარეგისტრირებულია. ხვალ დილით კი ვაზიანიდან აფრიკაში სამშვიდობო მისიით ასეული გაემგზავრება:
„საქართველოს ხელისუფლებამ დადგენილი წესიით მიიღო გადაწყვეტილება რომ სამი თვით გაახანგრძლივოს ეს მანდატი. სამი თვით უკვე იმ კონტიგენტის ნახევარი იმსახურებს ცენტრალურ აფრიკაში, რომელიც აქამდე მსახურობდა, შესაბამისად ის ასეული რომელიც ხვალ მიემგზავრება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ამ ასეულს მანდატი ექნება წლის ბოლომდე. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი გაუხანგრძლივებს მანდატს, მაშინ ისინი იმსახურებენ კიდევ სამი თვით“ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






