თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების მანდატის გაგრძელებას საფრანგეთი და ევროკავშირი ითხოვენ.
მისი თქმით, საფრანგეთში ვიზიტის დროს მისიის გაგრძელებაზე საუბარი ფრანგ კოლეგასთან ჰქონდა.
„როდესაც მე საფრანგეთში ვიზიტით ვიყავი, ერთ-ერთი თხოვნა, რომელიც მაშინ ჰქონდა საფრანგეთს და ევროკავშირს, ეს იყო, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა მისია და ამ შემთვევაში ლოჯისტიკურ საკითხს საფრანგეთი აიღებდა საკუთარ თავზე. ეს თემა მე მთავრობას დავუტოვე გადასაწყვეტად და მას შემდეგ მე ამ თემასთან შეხება არ მქონია“, - განაცხადა ალასანიამ.
ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების მანდატის გაგრძელებაზე პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობას ელოდება. ბრძანება პარლამენტის ბიუეროზე უკვე დარეგისტრირებულია. ქართველ ჯარისკაცებს ცენტრალურ აფრიკაში ყოფნის ვადა 1 იანვარს ეწურებათ.
მასალის გამოყენების პირობები






