პრემიერი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 15:01, 09 Dec, 2014     1411

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის III კვარტალში 508 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 99 პროცენტით აღემატება 2013 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მაჩვენებელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, საინვესტიციო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. IFC-ის წარმომადგენლების განცხადებით, მისასალმებელია უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა, რაც ნდობის ფაქტორს უკავშირდება.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სტუმრებს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი განმარტებით, ცვლილებები შევიდა საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს შესახებ კანონში და გადაიდგა ნაბიჯები საინვესტიციო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დასაახლოებლად.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ლარის კურსის ცვალებადობის საკითხს. მსოფლიო ბანკის ჯგუფის კონკურენტუნარიანობისა და ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის საინვესტიციო პოლიტიკის მთავარი სპეციალისტის ჰარალდ იედლიკას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება.

„შეხვედრაზე შევეხეთ ლარის გაცვლითი კურსის ცვალებადობას, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ცნება, რომელსაც ეკონომისტები ვიცნობთ, როგორც შედარებითი ფასების ცვლილებებს. ბოლო პერიოდში ევროფასებმა მნიშვნელოვნად დაიწყო კლება და ამავდროულად მოხდა დოლარის აფასება. ამან ჰპოვა ასახვა ლარზეც, რაც არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ლარს პრობლემები აქვს. პირიქით, ლარი არის მოქნილი, ცვლილებებმა აჩვენა მისი სიძლიერე, რამდენადაც ქვეყანაში სავალუტო კომპონენტებმა აითვისა ეს რყევები,"-განაცხადა ჰარალდ იედლიკამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

IFC- მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომლის წევრი საქართველო 1995 წელს გახდა. IFC-ის ინვესტიციებმა ხელი შეუწყო რეგიონული პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. გარდა ამისა, IFC-ის საკონსულტაციო პროექტები ეხმარება კერძო სექტორის განვითარებას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მენეჯერი ლიზა კესტნერი, გლობალური სპეციალისტი პროდუქტების საკითხებში რობერტო ეჩანდი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალი დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42