"თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია იმედოვნებს, რომ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობა ისე აიგება, რომ ყველა ჭირისუფალი საკუთარ ცხედარს დაიბრუნებს.
ამის შესახებ ალასანიამ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ის ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
მისი თქმით, ეს დღეს მისთვის განსაკუთრებით ემოციურია.
„ეს ემოციური ფონი, რაც სამებაშია შექმნილი, შესაძლოა ყველა მოქალაქეს ედება, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა, რადგან ამ თვითმფრინავის ჩამოგდებას სოხუმში პირადად ვუყურებდი. მე, როგორც ათასობით ქართველს, ჯერ კიდევ ჩამოსაყვანი მყავს ოჯახის წევრი. იმედია 2 მხარეს შორის არსებული ურთიერთობები ისე აიგება, რომ ყველა ჭირისუფალი საკუთარ ცხედარს დაიბრუნებს. მგონი 22 წლის შემდეგ ვხვდებით, რომ ჩვენ ცხოვრება აფხაზებთან და ოსებთან სხვანაირად უნდა ავაგოთ. ის სისხლისღვრა აღარ უნდა გავიმეოროთ, რომელიც ქართველებსა აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის მოხდა“, - განაცხადა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






