ლაფანყურის საიდუმლო - "მერაბიშვილი იძულებული გახდა ახალაიასთვის სიმართლე ეთქვა"
პოლიტიკა - 13:55, 09 Dec, 2014     9144
როდის გაიგო ბაჩო ახალაიამ ლაფანყურში ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფის ყოფნის შესახებ, ამასთან დაკავშირებით „კუდის“ ყოფილი მაღალჩინოსანი გაზეთ „ქრონიკა+“-სთან საუბრობს.

მისი თქმით ჩეჩენი მებრძოლების ერთი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში სავარაუდოდ , რუსეთის „ფსბ“-ს აგენტი იყო, დაჟინებით ითხოვდა დერეფნის გახსნას და ჩეჩნეთში გადასვლას. ჯგუფმა მოძრაობა დაიწყო ლოპოტას ხეობისკენ და თავი მოიყარა ლაფანყურში. ლორთქიფანიძის და ამირიძის მოლაპარაკებები უშედეგო გამოდგა, პარალელურად ინფორმაციამ გაჟონა, რადგან ჩეჩენმა მებრძოლებმა მძევლად აიყვნეს ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც ხეობაში წააწყდნენ. მძევლების მშობლებმა პანიკა ატეხეს, სამართალდამცველ ორგანოებს და ჟურნალისტებს მიმართეს. „კუდის“ ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით სწორედ მძევლების ეპიზოდის მერე იგებს ბაჩანა ახალაია, რომ ხეობაში შეიარაღებული ჯგუფი გადაადგილდება.

ვანო მერაბიშვილი, როგორც პრემიერ მინისტრი, ქმნის კრიზისების მართვის საბჭოს. რომლის შემადგენლობაშია: შსს-ს მინისტრი ბაჩო ახალაია, მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი. პირველი სხდომა თბილისში კანცელარიაში გაიმართა, სადაც მერაბიშვილი იძულებული გახდა ახალაიასთვის ნაწილობრივ სიმართლე ეთქვა და მას სპეცოპერაციის დაწყება მოსთხოვა. ახალაიამ უარი თქვა სპეცოპერაციაზე და საბჭოს სხდომიდან პირდაპირ ლაფანყურში ჩავიდა ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელ ზურაბ მაისურაძესთან ერთად. ახალაია მაისურაძის დახმარებით ცდილობდა ლოპოტის ხეობაში დაბანაკებულ „ბოევიკებთან“ მოლაპარაკებები ეწარმოებინა, რათა მათ გაეთავისუფლებინათ მძევლები და არ გადაადგილებულიყვნენ რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ.

ვანო მერაბიშვილი კრიზისების მართვის საბჭოს მეორე სხდომას თელავში მართავს, რომელსაც უკვე აღარ ესწრებიან ბაჩო ახალაია და ზურაბ ადეიშვილი. ადეიშვილის თქმით ეს მისი კომპეტენცია არ არის, ხოლო ახალაია მოლაპარაკებების შედეგებს ლაფანყურში ელოდება. საბჭოს სხდომას ესწრებოდა გენშტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძეც, რომელიც სპეცოპერაციის წინააღმდეგი იყო.

ახმედ ჩატაევი მომლაპარაკებელთა ჯგუფშია, ის ზურაბ მაისურაძესთან, სანდრო ამირიძესთან და ზელიმხან ხანგოშვილთან ერთად მიდის ბანაკში, სადაც მას ჩეჩნები ეუბნებიან , რომ მხოლოდ ერთი პირობა აქვთ- გაუხსნან დერეფანი და გადაიყვანონ საზღვარზე.იარაღს არ დაყრიან. თუ ეს პირობა არ შესრულდება, მაშინ დამოუკიდებლად შეეცდებიან საზღვარზე გადასვლას.

ბანაკის დისლოკაციის ადგილას არც მობილური ტელეფონები მუშაობს და არც რაცია, ამირიძე ითხოვს , გააყოლონ მას ორი ჩეჩენი, დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე , სადაც უკვე რაცია მუშაობს. მას რაციაში ეუბნებიან, რომ ადგილს დროზე გაეცალოს, რადგამ ჩეჩენი „ბოევიკების“ გასანეიტრალებლად სპეცოპერაცია იწყება.

სპეცოპერაცია ლორთქიფანიძის დავალებით იწყება, სწორედ ამ დროს იგებს ბაჩო ახალაია ამ ფაქტს, ის ხვდება, რომ ეს მახეა, სასწრაფოდ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, ტოვებს ლაფანყურს, გადადის თელავში და იქ ხვდება პრეზიდენტს.

გია ლორთქიფანიძე სპეცრაზმისა და ანტიტერორისტული ცენტრის კურატორი და მინისტრის მოადგილე იყო ამიტომ არავის აზრად არ მოუვიდოდა ლორთქიფანიძის მიერ მიღებული ბრძანების რევიზია.

„კუდის“ სპეცოპერაციების ცენტრის დანაყოფის ოცეულის ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილეობის შესახებ „კუდის“ უფროსმა ლევან ქარდავამ და მისმა მოადგილემ ვაჟა ლელუაშვილმა ტელევიზიებით შეიტყვეს.


წყარო "ქრონიკა+"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42