"კუდის" ყოფილი მაღალჩინოსანი "ქრონიკა+"-სთან იმ მოვლენების შესახებ საუბრობს, რაც ჩეჩენი მებრძოლების საქართველოში ჩამოსვლიდან ლაფანყურის სპეცოპერაციამდე განვითარდა:
"2011 წლის ბოლოს ვანო მერაბიშვილთან საგანგებო თათბირი გაიმაღთა, რომელსაც ამირან მესხელი, გია ლორთქიფანიძე და „კუდის“ ფაქტობრივი შეფი ვაჟა ლელუაშვილი ესწრებოდნენ. თათბირზე ჩეჩნებისთვის საქართველოდან რუსეთში დერეფნის გახსნის საკითხზე მსჯელობდნენ. ამირან მესხელი და გია ლორთქიფანიძე დერეფნის დაუყონებლივ გახსნის იდეას უჭერდნენ მხარს, ვაჟა ლელუაშვილმა კი მერაბიშვილს წინადადება შესთავაზა- 2012 წელი მოდის, წინ არჩევნებია, ჯერ არ ვიცით, რა პოზიცია ექნება ამ არჩევნებზე რუსეთს, შემოვიყვანოთ ჯგუფები, დავაბანაკოთ აქ, არჩევნების წინ საზღვართან გვყავდეს, თუ რამე მოხდა, გამოვიყენოთ, თუ არადა, მეორე დღესვე დერეფანი მივცეთ და გავუშვათო. მერაბიშვილს ლელუაშვილის წინადადება ჭკუაში დაუჯდა და ლორთქიფანიძეს თანხმობა მისცა.
საქართველოდან რუსეთში გადასასვლელ დერეფნის საკითხს ახმედ ჩატაევი აგვარებდა, 2012 წლის მარტის დასაწყისში ჩატაევმა გია ლორთქიფანიძისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთში ჯიჰადში მონაწილე პირებისთვის დერეფანი იქმნებოდა.
2012 წლის მარტის დასაწყისში საქართველოში ავსტრიიდან პირველი ხუთი კაცი ჩამოდის. მოგვიანებით, ევროპიდან თბილისში ნელ-ნელა დაიწყეს შემოსვლა ჩეჩნებმა. ისინი თბილისში კონსპირაციულ ბინებში ცხოვრობენ, მათი მოკავშირე და ზედამხედველი სანდრო ამირიძეა, ანტიტერორისტული ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი.
ამასობაში ზაფხულში სიტუაცია სრულიად მოულოდნელად იცვლება, სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს თანამდებობიდან ათავისუფლებს და შინაგან საქმეთა მინისტრად ბაჩო ახალაიას ნიშნავს, გია ლორთქიფანიძე ეუბნება ჩატაევს, რომ „პრახოდი“ ჯერჯერობით არ იქნება, რადგან თავად ლორთქიფანიძე რჩება „კრიშის“ გარეშე. იმის გამო რომ ახალაიამ ინფორმაცია არ გაიგოს , ლორთქიფანიძე ჯგუფის ნაწილს ხსნის და პანკისის ხეობაში გადაჰყავს, პანკისში მათ უერთდებიან ადგილობრივი ქისტებიც, დაახლოებით 17 პირი თავისუფლად გადაადგილდება პანკისის ხეობაში, დუისში. ამასობაში გადის ერთი თვე და სიტუაცია ნელ-ნელა იძაბება თავად ჯგუფის წევრებს შორის . ერთი ნაწილი დაჟინებით ითხოვს დერეფნის გახსნას და ჩეჩნეთში გადასვლას , სავარაუდოდ , სწორედ ამ ჯგუფის შემადგენლობაშია რუსული „ფსბ“- ს აგენტი მაგომედოვი, რუსლან პაპასკირის, მეტსახელად „ზოონის“ მოკავშირე.
ჯგუფი გადაადგილებას იწყებს ლოპოტის ხეობისკენ და თავს იყრის ლაფანყურში."- აცხადებს "კუდის" ყოფილი მაღალჩინოსანი.
მასალის გამოყენების პირობები






