ქართული ასეული ცენტრალური აფრიკაში გააცილეს
პოლიტიკა - 12:20, 09 Dec, 2014     1346

ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სასულე ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე დაესწრო. თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და სამშვიდობო მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა. „ეს მისია აახლოვებს საქართველოს ევროკავშირთან და ევროპულ ქვეყნებთან. ჩვენი დანაყოფი ევროპელ პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ იცავს მშვიდობას და სტაბილურობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რაც კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი კონტრიბუციისა გლობალური უსაფრთხოების სისტემაში. ამ მისიის მანდატი შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურებით გრძელდება წლის ბოლომდე. საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი დადგენილი წესით მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამი თვით გაახანგრძლივოს ეს მანდატი“ - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

ქართული ასეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ. ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადას ასევე ესტუმრნენ, საფრანგეთის ელჩი რენო სალინსი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი და ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის ატაშეები.

ცერემონიალის დასასრულს პირადი შემადგენლობა მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა, მამა იოსებმა დალოცა.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიას ცენტარლური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში 4 თვის განმავლობაში შეასრულებენ. მისია სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მდგომარეობის სტაბილიზაციას ითვალისწინებს. ისინი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებას მოახდენენ. 23-ე ბატალიონი როტაციის წესით ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულს ჩაანაცვლებს.

23-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის სამხედროებს საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის გამოცდილება უკვე აქვთ მიღებული. დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეებმა ამერიკული კონტინგენტის დაქვემდებარებაში, ISAF-ის საერთაშორისო მისიაში ორჯერ მიიღეს მონაწილეობა. ევროკავშირის მისიისთვის კი დამატებითი მომზადება მათ მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სენაკში გაიარეს. გადასროლისწინა სწავლება პატრულირებას, საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობას, ბაზის დაცვასა და სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42