უნგრეთის პარლამენტმა საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა
პოლიტიკა - 11:51, 09 Dec, 2014     992
უნგრეთის პარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიკაცია მოახდინა. 5 დეკემბერს, უნგრეთის პრეზიდენტის იანოშ ადერის ხელმოწერით, რატიფიცირებული შეთანხმებები ძალაში შევიდა. ასოცირების შესახებ შეთანხმებების ადრეულ ეტაპზევე რატიფიცირების გზით, უნგრეთის ხელისუფლებამ აჩვენა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორიბის პროგრამისა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული არჩევნის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას.

„მივესალმებით ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური ურთიერთობების განმტკიცების კუთხით ჩვენი პარტნიორების მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და ძალისხმევას, რამაც შესაძლებელი გახადა 27 ივნისს ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა. ეს შეთანხმებები წარმოადგენს ახალ ეტაპს ჩვენს ურთიერთობებში და ასახავს მზაობას განვავითაროთ საერთო ღირებულებებზე დამყარებული მჭიდრო და მტკიცე ურთიერთობები, ასევე ვუზრუნველყოთ დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებათა (მათ შორის უმცირესობათა უფლებების) და ფუნდამენტური თავისუფლებების სრული პატივისცემა. ეს შეთანხმებები მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ დებულებებს და პარტნიორებს სთავაზობს ევროკავშირის ნორმებთან დაახლოების ვრცელ პროგრამას, რომელიც მათ რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებების გახორციელება არა მხოლოდ ევროპულ გზაზე სვლაში დაეხმარება ჩვენს პარტნიორებს, არამედ ასევე ხელს შეუწყობს ეროვნულ კონსოლიდაციასა და სოციალურ ერთიანობას, ასევე თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შენაჩუნებას“ - ნათქვამია უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42