იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, გენერალ გიორგი კალანდაძესთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის, როგორც მხარისთვის სასიხარულოა.
"გიორგი კალანდაძეს სააპელაციო სასამართლომ არ დაუკმაყოფილა ჩემს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი. ის დაობდა იმაზე, თითქოს მე მისი ღირსება შევლახე. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ის დავაკავე, ღირსების დაცვით და პროცედურა, რომელიც დაკავებისას ჩვატარე დღესაც მეამაყება. ეს იყო პროცედურა, რომელიც გენერლის ღირსებას არ ლახავს. გიორგი კალანდაძემ განიცადა სამართლებრივი კრახი, რაც ჩემთვის, როგორც მხარისთვის, სასიხარულოა", - განაცხადა წულუკიანმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით გიორგი კალანდაძის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. გენერალი კალანდაძე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისაგან ითხოვდა მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
მასალის გამოყენების პირობები






