გერმანია ევროპასთან ინტეგრაციის საქმეში გვეხმარება - მარგველაშვილი
პოლიტიკა - 10:03, 09 Dec, 2014     1350

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი მიიღო.

პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და რეგიონში, მათ შორის, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასაც, კერძოდ, რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“.

„მოხარული ვარ ვუმასპინძლო ბატონ შტაინმაიერს, რომელიც კვლავ სტუმრობს საქართველოს. როგორც აღვნიშნეთ, გერმანიასთან ჩვენი პარტნიორობა სულ უფრო ღრმავდება, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპაში გაწევრების გზაზე. გერმანია აქ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს საქართველოსთვის, რომელიც გვეხმარება ევროპასთან ინტეგრაციის საქმეში. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხი წელს ძალზე აქტუალურია - ეს არის ის სირთულეები, რომლებიც წარმოიქმნა უკრაინაში, ასევე აფხაზეთში და, შესაძლოა, ოსეთშიც. მადლიერებას გამოვთქვამთ ჩვენი გერმანელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც გვეხმარებიან და გვიჭერენ მხარს. 2014 წელს წინა პლანზე დადგა აღნიშნული საკითხები და ვიმედოვნებ, რომ 2015 წელი საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩაბმულობით იქნება მათი მშვიდობიანი გადაწყვეტის წელი. მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მოხარული ვარ თანამშრომლობის გაღრმავებით და იმით, რომ რეგიონში მშვიდობის, განვითარებისა და თანამშრომლობით კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომელთა წყალობით კავკასიის რეგიონი გახდება უფრო დაცული და სტაბილური ადგილი. ეს იქნება ჩვენი თანამშრომლობის ადგილი, სადაც ადამიანები ქმნიან უკეთეს მომავალს რეგიონისა და მთელი კონტინენტისთვის“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა და ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ყურადღება ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზეც ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

„წელს ეს ჩემი მეორე ვიზიტია. პირველი სამმხრივი ვიზიტი იყო, რადგან ჩემთან ერთად იმყოფებოდა ჩემი კოლეგა და მეგობარი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი. ახლა ევროპისთვის რთული, კრიზისული პერიოდია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპისთვის, მათ შორის უკრაინისთვის. საქართველოსა და გერმანიას ამჟამად ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ბატონ პრეზიდენტთან ვისაუბრეთ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, განსაკუთრებულად აღვნიშნეთ, რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდგომი პერიოდის თაობაზე. პრეზიდენტთან ასევე აღვნიშნე ის, რომ ჩვენ არასდროს დავუჭერთ მხარს ამ შეთანხმებას. ამას გარდა, ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ვითარების ნორმალიზებას შემდეგი დღეებისა და კვირების განმავლობაში“, - განაცხადა ვალტერ შტაინმაიერმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და მის თანმხლებ დელეგაციას სამუშაო ვახშამზეც უმასპინძლა, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი, ასევე საქართველოსა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42