ბერუჩაშვილმა გერმენელ კოლეგასთან რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა
პოლიტიკა - 20:54, 08 Dec, 2014     1485

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ქართული მხარე ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე სასაუბროდ ყველა ფორმატს გამოიყენებს, - ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანელ კოლეგასთან ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ბერუჩაშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ ამ მიმართულებით მუშაობა მანამ დაიწყო, სანამ ეს ე.წ. ხელშეკრულება გაფორმდებოდა.


"ჩვენ მუშაობა დავიწყეთ მანამ, სანამ გაფორმდებოდა ე.წ. ხელშეკრულება, როდესაც იყო ამის შესახებ პირველი სიგნალები, რათა მოგვეხდინა მაქსიმალური მობილიზება საერთაშორისო თანამეგობრობის და მიგვეწვდინა მაქსიმალურად, დეტალურად იმ საფრთხეების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ეს სიახლე იწვევს არა მარტო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად, როგორც რუსეთის კიდევ ერთი სერიოზული მცდელობა, თავის სამეზობლოში საერთაშორისო ნორმების დარღვევით ხელყოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.


ბერუჩაშვილის თქმით შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებს, რაც ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და ხაზი გაესვა დასავლეთის მხრიდან, მოვლენების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის ფედერაციის ქმედებების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებისა და სათანადო რეაგირების აუცილებლობას და, ამ კუთხით, გერმანიის საგანგებო როლს.

თამარ ბერუჩაშვილმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის ფედერალური მთავრობის წვლილზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეში. ასევე აღინიშნა თბილისში გერმანული საერთაშორისო სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების დასრულების მნიშვნელობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42