ლაფანყურის ექსკლუზიური მასალა - რა ინფორმაცია მიაწოდა კუდის მაღალჩინოსანმა ელისო კილაძეს
პოლიტიკა - 21:01, 08 Dec, 2014     4070
ლაფანყურის სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე ყვება ,,ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე. მისი განცხადებით, კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სპეცოპერაციის შესახებ ექსკლუზიური მასალა მიაწოდა, სადაც დეტალურად არის გაშიფრული სქემა. კილაძის თქმით, მაღალჩინოსანი, უშუალოდ 2012 წლის სპეცოპერაციის მონაწილე იყო.

,,ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით არსებობს ორი ვერსია - ერთი ვერსია სახალხო დამცველთან არსებულ საზოგადოებრივ საბჭოს ეკუთვნის, მეორე კი - ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს“, - აცხადებს კილაძე. მისი თქმით, მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ამ საქმის ირგვლივ ახალი კითხვების და ფაქტების წარმოშობას მთლიანად გამორიცხავს.

კილაძე ამბობს, რომ ჩეჩენი მებრძოლები თბილისში, კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი პანკისის ხეობაში გადავიდნენ.

„რამდენიმე საინტერესო დეტალია გამოკვეთილი და მე ამ დეტალებზე დღეს ვისაუბრებ.

პირველი - პანკისის ხეობაში ჩეჩნების მოძრაობა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო, არსებობდა ე.წ. დერეფანი, საიდანაც გადადიოდა ჩეჩნების გარკვეული ჯგუფი რუსეთის ტერიტორიაზე.

ხელსუფლებაში სააკაშვილის მოსვლის შემდეგ ეს მოძრაობა აღარ შეინიშნებოდა ხეობაში, ეს თემა საერთოდ დაიხურა. 2006 წლიდან უკვე ისევ შეინიშნება ჩეჩნების, არაბების და, თქვენ წარმოიდგინეთ, იაპონელი „ბოევიკების" მოძრაობაც კი. 2008 წლის ომის შემდეგ ყველა არალეგალური გადასასვლელი დაიხურა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არავითარი ტერორისტთა მომზადების ცენტრები არ არსებობდა პანკისში.

2010 წელს დაიწყო გარკვეულმა სქემამ მოქმედება, მაშინ შს მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი, მისი მოადგილე კი იყო გია ლორთქიფანიძე, რომელიც ზღაპრებს ჰყვება ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. 2010 წელს საქართველომ მოითხოვა უკრაინაში დაპატიმრებული ახმედ ჩატაევის საქართველოში ექსტრადაცია.

2010-2012 წელს გია ლორთქიფანიძე, სანდრო ამირიძე და ჩატაევი აქტიურად მუშაობენ დერეფნის აღდგენაზე, 2011 წლის ბოლოს ჩატაევმა მოახერხა ერთი ჯგუფის გადაყვანა, შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია. არსებობს მოსაზრება, რომ ჩატაევი იყო ორმაგი აგენტი, რომელიც რუსებსაც აწვდიდა ინფორმაციას.

ერთი თვის განმავლობაში ეს ჯგუფი აქტიურად მოძრაობდა რუსეთის ტერიტორიაზე, მთლიანად გაიშიფრა თავისი კავშირებით და მოხდა ამ ჯგუფის ლიკვიდაცია.

რაც შეეხება 2012 წელს, ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილე პირებს - ჩემი ინფორმაციით, ჩატაევმა გია ლორთქიფანიძისგან მიიღო გარანტია, რომ კორიდორი ღია იქნებოდა ჩეჩნეთში ჯიჰადის მონაწილე პირებისთვის. 2012 წელს პირველი ნაკადი, ავსტრიიდან 5 ჩეჩენი „ბოევიკი" შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. მათი მოძრაობის დადგენა ძალიან ძნელია, რადგან მონაცემები ყალბდებოდა.

ამ ჯგუფისთვის დერეფანი უნდა გაკეთებულიყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, რადგანაც ამ ჯგუფთან მიმართებაში არსებობდა გარკვეული გეგმები. შემდეგ შეიცვალა გეგმები და ეს ჯგუფი თბილისიდან აღმოჩნდა პანკისში.

ივნისში შს მინსიტრი ვანო მერაბიშვილი შეიცვალა, დაინიშნა ბაჩო ახალაია შს მინისტრად და გია ლორთქიფანიძეს, რომელსაც აღარ აქვს გარანტიები და არ ჰყავს მფარველი, ჯგუფი თბილისიდან გადაჰყავს პანკისში. გადის დრო და თავად ჯგუფს შორის იწყება დაპირისპირება. ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას ითხოვს, მეორე კი დარჩენის მომხრეა. მათ შეუერთდათ ადგილობრივი ქისტების ნაწილიც და თავმოყრას იწყებენ ლაფანყურში, რადგან ლაფანყური ესაზღვრება გადასასვლელ ადგილებს.

სპეცოპერაცია დაიწყო საკმაოდ უცნაურად, სპეცოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა გია ლორთქიფანიძემ.

გია ლორთქიფანიძემ გამოიძახა თბილისიდან კუდ-ის ოცეული, არავის მოსვლია აზრად, რომ ბრძანება შს სამინისტროში გადაემოწმებინა.

ჩნდება კითხვა, რატომ არ იყო მაშინდელი შს მინისტრი ინფორმირებული სპეცოპერაციის დეტალებზე? იმიტომ, რომ კუდ-ის უფროსი ლევან ქარდავა იმყოფებოდა ზუგდიდში, წინასაარჩევნოდ, ხოლო მისი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი იმყოფებოდა კოჯორში. ასეთ უცნაურ ვითარებაში მოხდა ამ ჩეჩენ „ბოევიკთა" ჯგუფის ლიკვიდაცია.

ჩემი ინფორმაციით, გადარჩენილია ჩეჩენ „ბოევიკთა" პირველი ხუთეული, მათაც ჰქონდათ შეტაკება სპეცდანიშნულების რაზმთან, მათ გააღწიეს და არ მოხვდენ ლიკვიდირებულთა სიაში, შეტაკების დროს დაღუპა კიდევ ორი ადამიანი, რომელთა შესახებ ინფორმაცი არ გვაქვს. მათ დამარხეს ცხედრები ტყეში და გაურკვეველი გზით დატოვეს საქართველოს ტერიტორია.

რაც შეეხება ახმედ ჩატაევს, ის სნაიპერის ტყვიით დაიჭრა, მიიყვანეს გორის ჰოსპიტალში და ათი დღის შემდეგ ჩაბარდა მესაზღვრეებს. მას იარაღი არ ჰქონია. მას ჩაუტარდა ფეხის ამპუტაცია და იმყოფებოდა გლდანის ციხეში. მაქვს გონივრული ეჭვი და ამასვე მიდასტურებს ჩემი წყარო, რომ 2012 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ ჩატაევი გაათავისუფლა გირაოს სანაცვლოდ. მან სხვადასხვა ორგანიზაციების შუამდგომლობით, სამკურნალოდ დატოვა ქვეყანა, იმ პირობით, რომ ითანამშრომლებდა გამოძიებასთან. ასე დაიკარგა ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთადერთი მოწმის კვალი.

მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სამართალდამცავები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ ავსტრიაში ჩატაევის ოფიციალურ მისამართზე, თუმცა, ის ამ მისამართზე აღარ ცხოვრობს.

რატომ არ არის ამ საქმის გამოძიება დასრულებული? - იმიტომ, რომ სიმართლის დადგენა შეუძლებელია მანამ, სანამ ახმეტ ჩატაევის კვალს არ იპოვიან და ის არ მისცემს ქართველ სამართალდამცავებს ჩვენებას - რა მოხდა ლაფანყურის სპეცოპერაციაზე რეალურად.

ეს არის ის დეტალები, რაზეც დღეს შემიძლია ვისაუბრო, დანარჩენი, ექსკლუზიური დეტალები დამოქვეყნდება „ქრონიკა+"-ის 9 დეკემბრის ნომერში", - განმარტა ელისო კილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42