,,ბატონი დავითი ზუსტად ვერ აზროვნებს. ევროპაში დამკვიდრებული კოალიციების მთავარი ნიშანია, რომ მონაწილე პარტიები ცალ-ცალკე იყრიან კენჭს არჩევნებში საკუთარი პროგრამებით, კოალიციას კი მხოლოდ მას შემდეგ ქმნიან, რაც იციან, ვის რამდენი დეპუტატი ყავს, და, შესაბამისად, რა პოლიტიკური წონა აქვს, ანუ რა წვლილით (თუ წილით) შემოდის კოალიციაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. თუ პარლამენტში ვიღაცის კეთილი ნების წყალობით მოხვდი და არა იმიტომ, რომ ხალხმა მხარი დაგიჭირა, იმ ვიღაცის ჭკუაზე უნდა იარო. თუ არა, გადამგდები გამოდიხარ. დაწერილ შეთანხმებას იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ შენ თვითონ წარმოადგენ რაღაცას. აგერ, რესპუბლიკელების გერმანელმა პარტნიორებმა, თავისუფალმა დემოკრატებმა, ვერ გადალახეს ხუთპროცენტიანი ზღვარი - ხოდა, ვიღას ახსოვან?
"ფაქტჩეკის" ენა რომ გამოვიყენო. დავით უსუფაშვილის განცხადება ევროპაში დამკვიდრებულ კოალიციებზე არის "მეტწილად მცდარი". - წერს გია ნოდია.
მასალის გამოყენების პირობები






