ბიძინა ივანიშვილმა რკინიგზის ამბები „დასმოტრა“, ტელევიზიით მხოლოდ ის კადრები ვნახეთ, თბილისში რომ ჩამოვიდა, მაგრამ ხომ არ ვიცით, მაგალითად , ურეკის სადგურში ვის შეხვდა, მოსახლეობამ რა უთხრა, ან მგზავრობისას ვინ რა ინფორმაცია მიაწოდა?
„რამდენადაც ბიძინას ვიცნობ და მისი სვლების ამოხსნაც , ასე თუ ისე , მეხერხება, თამამად გეუბნებით, რომ დღეს ორშაბათს , 8 დეკემბერს კოკა გუნცაძის თავი დაგორდება“- ეუბნება ვერსიას ინფორმირებული პიროვნება.
ვნახოთ რა მოხდება, თუმცა ფაქტია, ქვეყანაში ყველაზე პრობლემური გზები და ტრანსპორტი, ამ შემთხვევაში რკინიგზაა. გზებს, ასე თუ ისე,მიეხედა- ინფრასტრუქტურის სამინისტროში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ახლა კი ლოგიკურად რკინიგზის ჯერია. აბა სხვა პასუხი იმაზე, თუ რატომ იმგზავრა ურეკიდან თბილისამდე ბიძინა ივანიშვილმა მატარებლით არ არსებობს- აცხადებს „ვერსიასთან“ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული წყარო.
წყარო "ვერსია"
მასალის გამოყენების პირობები






