ოზურგეთის მუნიციპალური სტადიონის ყოფილი დირექტორი მურთაზ აბაშიძე, ორი დღის განმავლობაში თანამდებონაზე ჯერ დანიშნეს, შემდეგ გაათავისუფლეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში მერის მხრიდან აბაშიძის გათავისუფლება უკანონოდ სცნო, ის ძველ თანამდებობაზე პირველ დეკემბერს აღადგინეს, მეორე დღეს კი ისევ გაათავისუფლეს.
აბაშიძე მომხდარს ქალაქის მერის მხრიდან პიროვნულ ანგარიშსრორებად და დევნად აფასებს:
„მე მართლა არ ვიცი რა ხდება. ეს არის ჩემი პიროვნული დევნა. ბეგი სიორიძის კამანდას სჭირს რაღაც მოუშუშებელი ჩემთან დაკავშირებით, მათ არ სჭირდებათ საქმის გამკეთებელი ადამიანი, ამათ სჭირდებათ ისინი, ვინც იქეთ ემსახურებიან. პირველ დეკემბერს აღმადგინეს სასამართლოს გადაწყვეტილებით და 2-ში გამათავისუფლეს. ახლა იურისტთა ასოციაციის ოფისში ვიმყოფები და ხალხი სიცილით კოტრიალობს იატაკზე.“
კახა ჩავლეიშვილი, იურისტი: „მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საქმეს არ გავცნობივარ, პირდაპირ შემიძლა გითხრათ, ადგილი აქვს ადაიანის პიროვნულ დევნას და ხელშეშლას შრომით საქმიანობაში. მერი გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს იმის მიხედვით, თუ რა უნდა მას. მთავარი ის არის, რა არის სწორი და რა არასწორი“.
ქალაქის მერია აღნიშნულზე შემდეგ კომენტარს აკეთებს: 'სტადიონის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მოთხოვნით, ჩატარდა შიდა აუდიტორული შემოწმება 2014 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე , რის შედეგადაც, გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები. შიდა აუდიტის სამსახურის უარყოფითი მოსაზრების საფუძველზე კი აღნიშნული პიროვნება გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან".
სტადიონის დირექტორი თანამდებობიდან ქალაქის მერმა ბეგი სიორიძემ მიმდინარე წლის 18 აგვისტოს "თოჯინების თეატრის შესახებ" დადგენილების საფუძველზე გაათავისუფლა.
აბაშიძე, თანამდებობიდან გათავისუფლების 2 ძირითად მიზეზად თავიდანვე პოლიტიკურ და პიროვნულ მოტივს ასახელებდა: 'ჩემი მოხსნის თავი და ბოლო არის ის, რომ მე არ მოვწონდი ქალაქის მერს ბეგი სიორიძეს და მეორე, ჩემი ურთიერთობა ყოფილ გამგებელთან, რომლის გადაწყვეტილებითაც დავინიშნე აღნიშნულ პოსტზე, ჩემი გათავისუფლება მოხდა დაუსაბუთებლად, შემდეგ კი მერიის თანმდებობის პირებმა სოციალური ქსელებით ავრცელეს ინფორმაცები, თითქოს მე არაკეთილსინდისიერად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას, რომ მქონდა ფინანსური დარღვევები, რაც ლახავს ჩემს პატივსა და ღირსებას. ისე, სჯობდა თუ ამდენი მოტივი იყო ჩემი გათავისუფლების, ბრძანებაში მიეთითებინათ, სამარცხვინოდ რომ დაწერეს და სტადიონის დირექტორი გამათავისუფლეს გაუგებარი, ჩემთან არანაირი სამართლებრივი კავშირის მქონე აქტის დებულებით ".
მასალის გამოყენების პირობები






